ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო გულშემატკივარს მადლობას უხდის, კოვიდ სიტუაციის რთული პერიოდისა და დაცარიელებული ტრიბუნების შემდეგ ევროპულ სტადიონებზე და ჩემპიონატებზე გულშემატკივრები ეტაპობრივად ბრუნდებიან, ალექსანდრ ჩეფერენის გადაწყვეტილებით მადლობის ნიშნად უეფა საკლუბო ტურნირების ფინალების ბილეთებს მონაწილე გუნდებს უფასოდ გადასცემს, საუბარია 30 000 ბილეთზე.
UEFA Champions League: 10,000 უფასო ბილეთი (5,000 თითო ფინალისტზე )
UEFA Europa League: 8,000 უფასო ბილეთი (4,000 თითო ფინალისტზე )
UEFA Europa Conference League: 6,000 უფასო ბილეთი (3,000 თითო ფინალისტზე )
UEFA Women’s Champions League: 6,000 უფასო ბილეთი (3,000 თითო ფინალისტზე )
ბილეთები კლუბების მარკეტინგის სამსახურებს გადაეცემა, შემდეგ კი უშუალოდ მათი უფლებაა თუ რა ფორმით მოახდენენ აღნიშნული რაოდენობის ბილეთების გაცემას. არის გარკვეული შეზღუდვები, აღნიშნული კვოტით მიღებული მატჩზე დასასწრები ბილეთების გაცემა დაუშვებელია კლუბის თანამშრომლებზე, სპონსორებზე, პარტნიორებზე, დაუშვებელია პირადი მიზნებისთვის გამოყენება.
გუნდებს ექნებათ შესაძლებლობი ამ ბილეთებით ფინალის წინ გარკვეული მარკეტინგული კამპანიები აწარმოონ, დაგეგმონ გარკვეული სახის გათამაშებები, ქვიზები და გამარჯვებულები დააჯილდოვონ. შესაძლებელია ბილეთები გადასცენ ყველაზე ლოიალურ ფანებს, მცირეწლოვან ან ხანდაზმულ ერთგულ ფანებს, ასევე გულშემატკივრებს რომლებიც სეზონურ აბონიმენტებს ფლობდნენ, გასვლით შეხვედრებს ხშირად ესწრებოდნენ. მოკლედ უამრავი ვარიანტია, ფინალის წინ კი დიდი მოვლენების ფონზე, მარკეტინგის მუშაკებს კლუბებში უფრო მეტი შესაძლებლობა და შანსი მიეცემათ, ფინალი ხომ მართლაც ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული მოვლენაა.
უეფამ ამავე კამპანიის ფარგლებში განაცხადა რომ მომდევნო წლების მანძილზე ფინალზე დასასწრები ბილეთების ფასები იგივე იქნება, ეს ეხება მეოთხე და მესამე კატეგორიის ბილეთებს, რომელთა ფასებიც 70 და 180 ევრო იქნება.
გულშემატკივრებისგან აღნიშნულ სიახლეს სოციალურ მედიაში დადებითი გამოხმაურებები მოყვა, უეფასგან ეს სასიამოვნო გზავნილი იყო.
“ფეხბურთის მთავარი მამოძრავებელი ძალა გულშემატკივარია, უამრავი რთული მოვლენისა და პერიოდის ფონზე, ისინი კვლავ ერთგულად გულშემატკივრობენ საკუთარ კლუბებს და სპორტის ამ საოცარ სახეობას უფრო ლამაზს და შთამბეჭდავს ხდიან, გვინდა ამ ნაბიჯით თითოეულ მათგანს მადლობა ვუთხრათ, ფეხბურთი ყველასია” – ამბობს უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერენი.