in

Audi-ს ახალი რეკლამის მთავარი გმირი ქართველია

“To be an Influencer” – „ინფლუენსერად ყოფნა“ „აუდის“ ახალი რეკლამის სახელწოდებაა, რომელიც რეჟისორ პაბლო ოლივიერას მიერ, Garage Films Production-სა და სააგენტო DDB España-სთან თანამშრომლობით, ავტომობილის მწარმოებელი გერმანული ბრენდის ესპანური აუდიტორიისთვის შეიქმნა.

Audi España-სთვის შექმნილი ახალი ვიდეორგოლის მთავარი გმირი ქართველია – საკო წოწორია, მოდელი და მარკეტინგის მენეჯერი.

რაც შეეხება თავად ნამუშევარს, ის თანამედროვე ინფლუენსერ გოგონაზეა, რომელიც ყოველდღიურად ახალ კონტენტსა და ტრენდებს ქმნის, თუმცა მისი განმასხვავებელი ნიშა, რა თქმა უნდა, „აუდია“.

ნახეთ ნამუშევარი:

MAGSMAN – კომპანია, რომელსაც ამბების თხრობა უყვარს

წარმატების ისტორია და ახალი ინიციატივები – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) 4 წლისაა