in

“N1 საკომისიო” – საკომისიო მაღაზია თბილისში

ვეშოლკა

“თქვენს გარდერობში უკვე დიდი ხანია ”უსაქმურობს” ძვირფასი ტანსაცმელი ან აქსესუარი? კაბის ფერი აღარ გაკმაყოფილებთ, ან ჩანთის სტილი აღარ მოგწონთ?..
გულს ნუ გაიტეხთ! აჩუქეთ თქვენს, ოდესღაც საყვარელ ნივთს ახალი სიცოცხლე!”

ვეშოლკა

აპრილის დასაწყისში თბილისში საკომისიო მაღაზია გაიხსნება. მსურველებისგან ცნობილი ბრენდების ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს ჯერ შეიძენენ, შემდეგ კი ხელმეორედ, დაბალ ფასად გაყიდიან.

დაახლოებით, 2 კვირაში, სავაჭრო ცენტრ “პიქსელში” პირველი საკომისიო მაღაზია გაიხსნება. მარკეტერი კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელს ირინა ლორთქიფანიძეს ესაუბრა. ირინა ამბობს, რომ იდეა, დაახლოებით, 2 წლის წინ გაჩნდა. მისი თქმით, რახან ამ ეტაპზე ერთადერთია, ამიტომ ეწოდა – N1 საკომისიო.

“მსურველები მოიტანენ ძვირფასი ბრენდების ქალის, მამაკაცის, ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს, როგორც ახალს, ასევე ნახმარს. საამისოდ გამოყოფილი იქნება კონკრეტული დრო. ვინც ვერ მოახერხებს, შესაძლოა, ჩვენ თავად მივაკითხოთ. შემომტანთან დაიდება ხელშეკრულება. ნივთები უნდა იყოს ნორმალურ მდგომარეობაში. კლიენტი ანონიმურად დარჩება, თუ მას ასეთი სურვილი ექნება. ნივთებს შემომტანთან ერთად დავადებთ ფასს. ამ დროს ვითვალისწინებთ, როგორ მდგომარეოაბშია, რა ღირდა თავდაპირველი შეძენისას და ა.შ. შემდეგ საკომისიო ამატებს 40%-ს და განისაზღვრება ფასი”-ამბობს ირინა ლორთქიფანიძე.

საკომისიო მაღაზიის დამფუძნებლები ამბობენ, რომ ნივთებს მის პირვანდელ ღირებულებაზე 3-ჯერ იაფად გაყიდიან. არსებობს კიდევ რამდენიმე პირობა, რომლის გარშემოც შეთანხმება მოხდება საკომისიოსა და შემომტანს შორის. თუმცა, საბოლოოდ ახლა ხდება მათი ფორმირება და, შესაძლოა, დადგენილი პირობები შეიცვალოს კიდეც.

ირინა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მსგავსი საკომისიოები რუსეთში, ევროპასა და ამერიკაში ძალიან პოპულარულია და სწორედ მათი ანალოგით იხსნება თბილისშიც. არ გამორიცხავს,რომ მომსახურებას ქართულ რეალობაზე მორგებული პირობები დაემატოს.

486605_462933643775729_540628504_nსაზღვარგარეთ მსგავსი ბიზნესის პოპულარობის მიუხედავად, თავად დამფუძნებლებისთვისაც რთულია იმაზე გადაჭრით საუბარი, რამდენად წარმატებული იქნება ბიზნესი თბილისში.

“ბევრი ადამინია, ვისაც სურს ატაროს ცნობილი ბრენდის სამოსი თუ აქსესუარი, თუმცა, არ აქვს საშუალება სულ ახალი შეიძინოს. რატომ არ უნდა მოეწონოს ხალხს ასეთი შეთავაზაება, თუ საშუალება ექნება სასურველი ბრენდის სასურველი ნივთი 3-ჯერ იაფად იყიდოს?”

მოახლოებული გახსნის მიუხედავად, “N1 საკომისიოს” დამფუძნელბლები ჯერ-ჯერობით, აქტიურ სარეკლამო კამპანიას არ აწარმოებენ. მათი აზრით, ასეთი აქტივობები გახსნის შემდეგ უფრო მიზანშეწონილი იქნება. არც იმას გამორიცხავენ, რომელიმე ცნობილ ადამიანს ნივთებისა და აქსესუარების მათთვის ჩაბარება შესთავაზონ, რაც თავის მხრივ, მყიდველების ინტერესსაც გამოიწვევს.

საერთაშორისო ფორუმი საცალო საბანკო მომსახურებაში! 27 მაისს თბილისში

ნატახტარი

ნამდვილი მეგობრობა, რომლისთვისაც ცხოვრება ღირს