in ,

როგორ აისახა Young Lions Georgia 2017-ის შედეგები სარეკლამო სააგენტოების რეიტინგზე

კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის “Cannes Lions 2017-ის“ ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსის “Young Lions Georgia 2017”-ის შედეგები 19 აპრილს გახდა ცნობილი. სარეკლამო სააგენტოების წარმომადგენლები, ფესტივალის 5 კატეგორიიდან 4-ში – PRINT, CYBER, DESIGN, FILM-ში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. 8 კომპანია გახდა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელი. მათგან, ოქროს პრიზიორი, Leavingstone-ის ერთი, WINDFOR’S-ის ორი და McCann Erikson-ის ერთი გუნდი, ივნისში, „კანის კრეატიულ ფესტივალზე“, საქართველოს სახელით გაემგზავრება და მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს! აღნიშნული კონკურსი, საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) მიერ შედგენილ რეიტინგზე აისახა, რომლის წარმოებაც, ასოციაციის წევრი 15 საკომუნიკაციო კომპანიის მიერ შედგენილი წესების მიხედვით მიმდინარეობს.
ACAG აწარმოებს ორ რეიტინგს, ერთში სააგენტოები იბრძვიან წლის კრეატიული სააგენტოს სტატუსითვის, მეორეში კი, წლის დიზაინ სტუდიის ტიტულისთვის. რეიტინგის ბაზისური ღირებულებების მიხედვით, პირველი ადგილის მფლობელს 8 ქულა, მეორეს – 6, ხოლო, მესამეს – 4 ენიჭება. ასოციაციის წევრთა მიერაა განსაზღვრული ფესტივალების კოეფიციენტებიც. “Young Lions Georgia”-ს 2.0 კოეფიციენტი აქვს მინიჭებული. ამის გათვალისწინებით, გვაქვს ACAG-ის წევრი და სარეიტინგო სიაში მყოფი სააგენტოების შვიდეული. აღნიშნულ ფესტივალში, საპრიზო პოზიციების დაკავების შედეგად, მათ მიერ დაგროვილი ქულები ასე გამოიყურება:

Young Lions შეჯიბრში მიღებული ქულების ასახვის შემდეგ, სარეკლამო სააგენტოების რეიტნგში, Leavingstone-მა ჯამური 146 ქულით, პირველი პოზიცია შეინარჩუნა და გაიმყარა, მას 48 ქულით მოსდევს Windfor’s, ხოლო Redberry მეოთხე პოზიციიდან მესამეზე, 29 ქულით დაწინაურდა. ასეთია სარეკლამო სააგენტოების რეიტინგის პირველი სამეული. რაც შეეხება დიზაინ სტუდიებს, აქ პირველი ადგილი,  24 ქულით ABK-მ შეინარჩუნა, კონკურსში მიღებული ქულების შედეგად, მეოთხედან მეორე პოზიციაზე, ჯამური 20 ქულით, დაწინაურდა Windfor’s, ხოლო, მეორედან მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა Saatchi&Saatchi-მ, 16 ქულით. სრულად კი, დღევანდელი მონაცემებით, ACAG-ის სარეკლამო სააგენტოებისა და დიზაინ სტუდიების რეიტინგი ასე გამოიყურება: აღნიშნულ რეიტინგებში, მონაწილეობის უფლება აქვთ, როგორც საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის წევრებს, ასევე, არაწევრ, მაგრამ საქართველოში რეგისტრირებულ სააგენტოებს.

„ლიდერფუდის“ რებრენდინგი, რომელზეც MORE™ Studio-მ იმუშავა

რას გულისხმობს კამპანია “50 000 000 ელჩი საქართველოდან”?