in

როგორ იქცა ნიუ-იორკის საკულტო შენობა დინამიკად?

იაპონელმა დიზაინერმა, ტაკაჰირო მიაშიტამ, ძვირადღირებული დინამიკი შექმნა. მის დიზაინად კი არქიტექტურის საკულტო ნიმუში აიღო — 1902 წელს ნიუ-იორკში აშენებული Flatiron Building. ეს სკულპტურული დინამიკი ბეტონის ბლოკს უფრო ჰგავს; უფრო ზუსტად, ბეტონში ნაკვეთ ხელოვნების ნიმუშს ჰგავს.

თუმცა ასეთი ვიზუალის მიღმა რეალური შესაძლებლობებიც იმალება — ის 7 დინამიკს მოიცავს, 2000-ვატიანი საერთო სიმძლავრით. მართალია, ღირებულება 6000 დოლარს აღწევს, მაგრამ მაინც მალევე გაიყიდა იაპონიის მაღაზიებში. ალბათ, ეს გასაკვირი არც უნდა იყოს დიზაინისა და ხარისხის გათვალისწინებით. დიზაინი, მუსიკა და არქიტექტურა ერთ მთლიანობადაა წარმოდგენილი, რაც ბევრი მომხმარებლისთვის საინტერესო გადაწყვეტას წარმოადგენს.

HONOR-ის ახალი სმარტფონი ელიტ ელექტრონიქსში

Mastercard და SKA • სკა გრძელვადიან თანამშრომლობას აანონსებენ