20
აგვ
2018

„საკურა“ – იაპონურ მოტივებზე შექმნილი ახალი ქართული ფონტი

20 აგვ 2018

საკურა – დიზაინერ ბექა გიორგაძის მიერ შექმნილი ფონტია, რომლის ინსპირაციის წყაროც იაპონია და იაპონური დამწერლობა გახდა.

bog qulebi2
Bog Xelfasi mob


პროექტის საშუალებით, დიზაინერმა ქართულ და იაპონურ ტიპოგრაფიას შორის შეხების წერტილები იპოვნა.

მან წარმოადგინა იაპონურ მოტივებზე შექმნილი ქართული ფონტი, სადაც ქართული ასონიშნები მიმსგავსებულია იაპონურ იეროგლიფებთან – მის წერილობით სტილსა და ელემენტებთან. 

იაპონურ კულტურასა და დამწერლობასთან ასოციაციური კავშირი პირველი შემთხვევა არ არის ქართულ ტიპოგრაფიაში. დიზაინერ გიგა ხატიაშვილის მიერ „რამეკაის“ ვიზუალურ იდენტობაში გამოყენებულია იაპონურ იეროგლიფებთან მიმსგავებული ქართული ფონტი, რომელიც სპეციალურად, ამ ბრენდის ლოგოტიპისთვის შეიქმნა.

ბექა გიორგაძის ნამუშევარი:

ქართული ფონტი „საკურა“, ჯერჯერობით, დამუშავების პროცესშია და შესაბამისად, ხელმისაწვდომი არ არის. 

განხილვა