უძრავი ქონების ლიდერი კომპანია „ლისი დეველოპმენტი“, ახალი საკურორტო უბნის, ბუკნარის განვითარებას იწყებს, რომელიც სასტუმროს და საცხოვრებელ აპარტამენტებს მოიცავს.
საკურორტო უბნის გენერალური გეგმა და არქიტექტურა შემუშავებულია ლისი დეველოპმენტისა და ბრიტანული არქიტექტურული სტუდიების თანამშრომლობით.
უბანი მდებარებს ბუკნარში, რომელიც უნიკალური ლოკაციაა ზღვასა და მთას შორის, გამორჩეული სუბტროპიკული კლიმატით, ბათუმიდან 7 წუთში.
აპარტამენტებიდან იშლება პანორამული ხედები ზღვასა და მთაზე. მობინადრეებს საშუალება აქვთ ისარგებლონ კერძო სანაპირო ზოლით, აპარტამენტებიდან 10 მეტრში.
ისევე როგორც ყველა სხვა პროექტში, კომპანია ლისი დეველოპმენტმა პროექტის საწყის ეტაპზევე შექმნა უბნის განაშენიანების გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება პროექტის განვითარება. გეგმის მიხედვით, სასტუმროსა და აპარტამენტების ბლოკის მომიჯნავედ საცურაო აუზი, სპორტულ მოედანი, რესტორნები, კაფე-ბარი და ბიჩქლაბი აშენდება. ბუკნარი 2025 წლის ბოლოს დასრულდება.
კრედიტები:Client: Lisi Development
[R]