კითხვა „რა მოგწონს საკუთარ თავში?“ ბევრისთვის, ერთი შეხედვით, მარტივად ჟღერს, მაგრამ პასუხის ხმამაღლა თქმა ხშირად რთული აღმოჩნდება ხოლმე. იმიტომ კი არა, რომ პასუხი არ ვიცით, მიზეზი უფრო ისაა, რომ საკუთარ თავზე ლაპარაკი გვერიდება.
სწორედ ამ თემას ეხება Galaxy-ს ახალი კამპანია, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ადამიანები და განსაკუთრებით ქალები, ხშირად ვერ ან არ ასახელებენ საკუთარ მიღწევებს.
კამპანია სახელწოდებით The Unhumble Project მიზნად ისახავს ამ კულტურული ჩვევის შეცვლას. მისი მთავარი იდეაა, რომ თავდაჯერებულობა არ არის თანდაყოლილი თვისება – ის უნარია, რომლის სწავლაც და განვითარებაც შესაძლებელია. სწორედ ამიტომ კამპანიის ფარგლებში შეიქმნა მოკლე ონლაინტრენინგი, რომელიც ეხმარება ქალებს გააცნობიერონ საკუთარი წარმატებები, სწორად გამოხატონ თავიანთი ღირებულება და ისწავლონ მიღწევებით სიამაყე.
კვლევები აჩვენებს, რომ ქალები ხუთჯერ ნაკლებად ცდილობენ საკუთარი თავის პოპულარიზაციას, ვიდრე მამაკაცები. ეს ტენდენცია ხშირად „მოკრძალების კულტურით“ არის განპირობებული, რომელიც რეალურად ზღუდავს მათ შესაძლებლობებს: ამცირებს ხილვადობას, კარიერულ შანსებს, ანაზღაურებასა და აღიარებას.
კამპანია ამ პრობლემას არა მხოლოდ აღიარებს, არამედ პრაქტიკულ გამოსავალსაც სთავაზობს. მისი მიზანია შეცვალოს დამოკიდებულება თვითპრეზენტაციის მიმართ და წაახალისოს ქალები, რომ თავისუფლად თქვან: „დიახ, ეს მე გავაკეთე“.
მთავარი გზავნილია, რომ საკუთარი მიღწევების დაფასება არ არის ამპარტავნება – ეს არის რეალისტური თვითშეფასება. როდესაც ადამიანები არ საუბრობენ საკუთარ წარმატებებზე, ისინი არა მხოლოდ საკუთარ თავს ზღუდავენ, არამედ საზოგადოებასაც აკარგვინებენ შესაძლებლობას, დაინახოს მათი რეალური ღირებულება.
საბოლოოდ, კამპანია ხაზს უსვამს, რომ საკუთარი მიღწევების ხმამაღლა აღნიშვნა შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს როგორც პირადი, ისე პროფესიული განვითარების გზაზე.
თუ ოდესმე გითქვამთ: „ოჰ, ისეთი არაფერი გამიკეთებია”, თავიდან გადაიკითხეთ ეს სტატია, რათა სამომავლოდ მსგავსი რამ არავის აღარ უპასუხოთ.











