in

როგორ გავაუმჯობესოთ საკუთარი თავისადმი თანაგრძნობის პრაქტიკა?

M2
M2

საკუთარი თავისგან „ბევრის მოთხოვნა“ მეტი წარმატების მიღწევაში გვეხმარება, თუმცა ზედმეტი პერფექციონიზმი მკაცრ კრიტიკასაც წარმოქმნის. დისციპლინა ნამდვილად კარგი გზაა საქმის ზედმიწევნით შესასრულებლად და დასახული მიზნების განსახორციელებლად, მაგრამ შეიძლება, ამან პარანოიამდეც კი მიგიყვანოთ… მუდმივი უკმაყოფილების ნაცვლად, აუცილებელია, თანაგრძნობაც გამოხატოთ, რადგან ეს „თვითდამშვიდებაში“ დაგეხმარებათ.

თქვენივე თავისადმი თანაგრძნობის გამოხატვას ერთგვარი შვება მოაქვს. ამ პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად კი შეგიძლიათ, სამ მეთოდს მიმართოთ, რომლებიც ფსიქოლოგ ქრისტინ ნეფის ნარკვევებს ეფუძნება.

კეთილგანწყობა

როგორც მორგან შაფლერი, “The Perfectionist’s Guide to Losing Control: A Path to Peace and Power”-ის ავტორი, ამბობს, საკუთარი თავის მიმართ კეთილგანწყობას ძალიან დიდი ძალა აქვს. „ეს არის იმის აღიარება, რომ რაღაც გაწუხებთ. დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ მდგომარეობის გამოსწორება და ასე გახდებით მომავალზე ორიენტირებული. უბრალოდ, კეთილგანწყობისა და თანაგრძნობის გარეშე მიზანს ვერ მიაღწევთ“.

ამავდროულად, თანაგრძნობა უფრო ღრმაა, ვიდრე სიკეთე. „ეს არის საკუთარი თავისკენ მიბრუნება და არა, მისგან მოშორება. მისი მეშვეობით დაინახავთ თქვენს პიროვნებას, როგორც მთლიან ადამიანად, ნაცვლად მხოლოდ ერთგანზომილებიანი არსებისა“, — განმარტავს შაფლერი.

ადამიანი, როგორც კაცობრიობის ნაწილი

ხალხმა იცის, რომ თქვენ ხართ ადამიანი მილიარდობით სხვა ადამიანს შორის. ეს არის იმის გაგება, რომ ცხოვრებაში ყველა იტანჯება გარკვეული გაგებით და მისგან თავის დაღწევა შეუძლებელია. „ჩვენ ყველას გვიჭირს: გვაქვს ოჯახური დრამა; გვიწევს ექიმებთან ვიზიტი როგორც ჩვენი მიზეზით, ისე საყვარელი ადამიანების გამო. მთავარი პრობლემები კი მაშინ წარმოიქმნება, როცა ყველა ამ მომენტს მხოლოდ საკუთარ თავს უკავშირებთ“, — აღნიშნავს მორგან შაფლერი.

მისივე რეკომენდაციით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველანი კაცობრიობის ნაწილი ვართ და შეუძლებელია ამა თუ იმ გრძნობის მოშორება. ჩვენამდე მილიარდობით ადამიანი არსებობდა — ახალი არაფერია ნეგატიურ ემოციებში, მათ ყველა განიცდიდა და ახლაც ყველა განიცდის.

„თვითჩაღრმავება“

თანაგრძნობის მისაღწევად საბოლოო ნაბიჯი თვითჩაღრმავებაა. მორგან შაფლერის თქმით, ეს ის შემთხვევაა, როცა ხვდები, რომ „თავს ისე გრძნობ, როგორც გრძნობ“… არ აქვს მნიშვნელობა, ეს დამარცხების, ეჭვიანობის თუ დაბნეულობის შეგრძნებაა — ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვეულებრივ მოცემულობად უნდა მიიღოთ.

„თვითჩაღრმავება არ ნიშნავს იმის კითხვას, თუ როგორ უნდა მოიშოროთ კონკრეტული გრძნობა. ამის ნაცვლად, აკვირდებით, კიდევ რას გრძნობთ: მაგალითად, მადლიერებას, რომ ჯანმრთელი ხართ?“

როდესაც სტრესის რეაქცია აქტიურდება, გვავიწყდება, რომ მრავალგანზომილებიანი არსებები ვართ, უამრავი გრძნობითა და ფიქრით. როგორც ჩანს, ყველანი ერთ „გვერდზე ვართ გაჭედილები“ და ვფიქრობთ, თითქოს, ყველაფერი მხოლოდ ჩვენს შემთხვევაში ხდება ცუდად.

გახსოვდეთ, საკუთარი თავის თანაგრძნობა შეიძლება ისეთივე მარტივი იყოს, როგორც დამღლელი დღის შემდეგ დასაძინებლად წასვლა; ან ისეთივე რთული, როგორც დამღლელი ღამის შემდეგ საწოლიდან ადგომა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ნაბიჯი უნდა გადადგათ.

PANTONE-ის პალიტრას მექსიკური ავოკადოს ფერიც შეუერთდა

იაპონური სამუშაო ეთიკის ძირითადი პრინციპები და ღირებულებები