in

საკვებად ვარგისი QR კოდებით სასმელის ავთენტურობას დაადგენთ

დიახ, QR კოდები უკვე ყველგან, მათ შორის ალკოჰოლურ სასმელებშიც გვხვდება. პერდიუს უნივერსიტეტისა და სამხრეთ კორეის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის ბიოსამედიცინო ინჟინრებმა საკვებად ვარგისი QR კოდები გამოიგონეს. იგი ისეთი მაღალი ხარისხის ალკოჰოლური სასმელების ავთენტურობის დასადასტურებლად შეიქმნა, როგორიცაა, მაგალითად, ვისკი. მომავალში კი მის გამოყენებას ყალბი მედიკამენტების ამოსაცნობადაც გეგმავენ…

პატარა თეგი სასმელში იძირება და მისი დასკანერება სმარტფონის საშუალებით არის შესაძლებელი. მსგავსად მარტივად მიხვდებით ინფორმაცია, რომელიც სასმლის შესახებ მიიღეთ, ნამდვილია თუ ყალბი. 

საინტერესოა ისიც, რომ QR თეგების დასამზადებლად მეცნიერები ფლუორესცენტურ აბრეშუმს იყენებენ და შემდგომში მას ქსოვილად აქცევენ. მიღებული ბიოპოლიმერი კი ისეთი შაბლონების სერიით შეიძლება შეიცვალოს, რომლებიც ინფორმაციას შეიცავს. 

ალბათ, ცოტა უცნაურადაც ჟღერს, მაგრამ QR თეგები საკვებია და მისი გადაყლაპვაც შესაძლებელია. თუმცა მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ისინი გემოზე გავლენას არ ახდენს და საშუალებას გაძლევთ გაიგოთ, რამდენად სუფთა ან ავთენტურია კონკრეტული სასმელი. 

გამოდის, მალე ვისკის ყიდვას შესაბამისი QR თეგებით შეძლებთ. შემდგომში კი იგი ყალბი მედიკამენტების ამოსაცნობადაც შეიძლება გამოიყენოთ.

მოზარდებს კონტროლირებადი ნივთიერებების ყიდვა ონლაინ აფთიაქების დახმარებით შეუძლიათ. ყალბი ოპიოიდებიც მარტივად ხელმისაწვდომია. ამ საკითხის გადასაჭრელად კი ჩვენი პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, — ამბობს იუნგ კიმი, კვლევის ხელმძღვანელი. 

Ad Black Sea დაბრუნდა!

ზაფხული და ჯანმრთელობა – რა უნდა გაითვალისწინოთ ცხელ დღეებში?