in

რომელი საკვები ნივთიერებები ანელებს ტვინის დაბერებას? — კვლევა

თუ დაბერების ბიოლოგიურ პროცესებს კარგად გავიაზრებთ, ასე შეიძლება დიდხანს ცხოვრების გასაღებსაც მივაგნოთ. მეტად ჯანმრთელებიც ვიყოთ ხანდაზმულ ასაკში და ახლა ზუსტად აი, ამ უკანასკნელზე უნდა ვისაუბროთ. კონკრეტულად ახალ კვლევაზე, რომელიც ტვინის დაბერებას კვების რაციონით მიღებულ ნივთიერებებს უკავშირებს. 

M2
M2

ილინოისისა და ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის მკვლევრები 65–75 ასაკის 100 მოხალისეს დააკვირდნენ, ტვინის სკანირებები ჩაუტარეს და შეისწავლეს კავშირები კონკრეტულ კვების რაციონსა და ტვინის ნელა დაბერებას შორის. მათ ორი განსხვავებული ტიპი დაადგინეს, რომელთაგანაც უფრო ნელი ტემპის დაბერება იმ საკვები ნივთიერებების მიღებას უკავშირდებოდა, რომლებსაც ჩვეულებრივ ხმელთაშუა ზღვის დიეტისგან იღებს ადამიანი — აქამდე ჩატარებულმა კვლევებმაც აჩვენა, რომ ეს უკანასკნელი საუკეთესოა ჩვენი ორგანიზმისთვის.

შევისწავლეთ საკვები ნივთიერებების კონკრეტული ბიომარკერები, როგორებიცაა ცხიმოვანი მჟავების პროფილები, რომლებიც მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ეს ესადაგება ამ სფეროში არსებულ მრავალ კვლევას, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის დიეტის დადებით გავლენას ასახავს ჯანმრთელობაზე, ხაზს უსვამს იმ საკვებს, რომელიც მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, — ამბობს არონ ბარბი, ნეირომეცნიერი.

თუმცა აღსანიშნავია, რომ მკვლევრები მონაწილეების მიერ მიღებულ მოსაზრებებს კი არ დაეყრდნენ მათი კვების რაციონის შესახებ, არამედ მათ საკვებ ბიომარკერებზე დაკვირვება სისხლის ანალიზით გადაწყვიტეს. ეს უკანასკნელი კი ბევრად მყარი მეცნიერული მტკიცებულებაა იმისა, თუ რითი იკვებებიან ადამიანები. 

ცხიმოვანი მჟავები, მაგალითისთვის თევზისა და ზეითუნის ზეთი, და ანტიოქსიდანტები, თუნდაც ვიტამინი E, რომელიც ისპანახსა და ნუშშია წარმოდგენილი, სასარგებლო ბიომარკერებს შორის იყო, ზუსტად ისე, როგორც კაროტინოიდები, მცენარეული პიგმენტები, რომლებიც სტაფილოსა და გოგრაში გვხვდება — აღნიშნულ კვლევამდე სტაფილოსა და გოგრაზე სხვა ნაშრომებმა აღმოაჩინეს, რომ სხეულში ანთებით პროცესებს ანელებდა და უჯრედებსაც იცავდა დაზიანებისგან. კიდევ ერთი სასარგებლო ბიომარკერი, რომელიც ნელ დაბერებას უკავშირდებოდა, ქოლინი იყო. ეს კი უკვე ჭარბად გვხვდება კვერცხის გულებში, ორგანულ ხორცსა და უმ სოიოში.

ჩვენ გავაანალიზეთ ტვინის სტრუქტურა, ფუნქციონირება და მეტაბოლიზმი, ვაჩვენეთ პირდაპირი კავშირი ტვინის ამ მახასიათებლებსა და კოგნიტიურ უნარებს შორის. ამჟამინდელი კვლევა ადგენს კვების კონკრეტულ ბიომარკერებს, რომლებიც დადებითად უკავშირდება კოგნიტიურ პროცესებსა და ტვინის სიჯანსაღეს, — აცხადებენ მკვლევრები. 

შედეგად ვიგებთ, რომ ჩვენი კვების რაციონი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენსავე ტვინის დაბერების პროცესში. თანაც მიღებული პასუხი 2023 წლის უფრო ფართომასშტაბიან კვლევასაც ესადაგება, რომელიც მონაწილეებს 12 წლის მანძილზე აკვირდებოდა…

Nike ლტოლვილ სპორტსმენებთან დაკავშირებულ ნარატივს ცვლის

ნახეთ: ქაოსური ანიმაცია, რომელიც ენობრივ ბარიერებს არღვევს