ოსაკას უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შეიმუშავა”interiqr”, რევოლუციური 3D ბეჭდვის ტექნიკა, რომელიც QR კოდების საკვებში ინტეგრირების საშუალებას იძლევა. ეს „არაინტრუზიული საკვები ეტიკეტი“ მომხმარებლებს საჭმლის შესახებ ინფორმაციას მისი ვიზუალის ან გემოს შეცვლის გარეშე.
საკვების ეტიკეტირება საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, ყველაზე ხშირად ეს ხილის სტიკერებზე ჩანს. ამ წლის დასაწყისში კი პერდუს უნივერსიტეტის ინჟინრებმა კიდევ ერთი ხსნადი QR კოდი შექმნეს, რომელიც მაღალი ხარისხის ალკოჰოლური სასმელების ავთენტურობის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
ხოლო ამჯერად მეცნიერებს სურდათ, შეექმნათ არატოქსიკური საკვების ნიშანი, რომელიც არა მხოლოდ შეინარჩუნებს პროდუქტის ორიგინალურ გარეგნობას და გემოს, არამედ პროდუქტის განადგურების გარეშეც იკითხება. მათ აღმოაჩინეს, რომ საჭმლის შიგთავსის, როგორიცაა ფუნთუშები, გამოყენება შეიძლებოდა შაბლონის ბეჭდვის ზედაპირად, რათა QR კოდი სინათლის ქვეშ გახდეს ხილული და სმარტფონით შეძლონ დასკანერება.
გარდა ამისა, ვინაიდან ყველა ინფორმაცია შეიცავს თავად საჭმელს, მისი შინაარსი ადვილად ხელმისაწვდომია მომწოდებლებისთვის, საცალო ვაჭრობისთვის და მომხმარებლებისთვის, იმ მომენტიდან, როდესაც პროდუქტი ფაბრიკას ტოვებს.
„ჩვენი 3D ბეჭდვის მეთოდი საკვების ციფრული ტრანსფორმაციის შესანიშნავი მაგალითია, რომელიც ვიმედოვნებთ, რომ გააუმჯობესებს მიკვლევადობას და სურსათის უსაფრთხოებას. ეს ტექნოლოგია ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ახალი კულინარიული გამოცდილების შესაქმნელად, გაფართოებული რეალობის საშუალებით“, — ამბობს კვლევის უფროსი ავტორი კოსუკე სატო.