აბა, საჭმელად ვარგის ცემენტზე რას იტყვით? რაღაც დისტოპიურ მომავალს ჰგავს, რომელშიც საჭმელი არაფერი გვაქვს და ცემენტზე გადავედით… თუმცა ზედმეტადაც ნუ გავაზვიადებთ, რადგან ახლა ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ინოვაციაზე უნდა გესაუბროთ, რომლებმაც ცემენტი საკვების ნარჩენებისგან დაამზადეს.
ამას ორგანული მასალებისგან ცდილობდნენ, იქნება ეს ყავის მარცვლები, ბანანის კანი, ჩინური კომბოსტო თუ ფორთოხლის კანი. პროცესი დაახლოებით ასეთია — ამ მასალებს აშრობენ, შემდგომ კუმშავენ, წყალსა და სანელებლებს ურევენ, მაღალი ტემპერატურის ყალიბში ათავსებენ და ცემენტს იღებენ.
თანაც ექსპერიმენტის ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს, რომ მიღებული მასალა ცემენტზე 3-ჯერ უფრო გამძლეა, ნესტსაც უძლებს, სოკოებსაც და მწერებსაც. საკვებად ვარგისიც არის, თუმცა, ალბათ, ყველაზე გემრიელი რამ არ იქნება მათ შორის, რაც გიჭამიათ.
გამომდინარე იქიდან, რომ ცემენტი ერთ-ერთი ყველაზე მეტად მოხმარებადი პროდუქტია, რის გამოც მილიარდობით ტონა ნახშირბადის ემისიაზეცაა პასუხისმგებელი, მეორე მხრივ კი, საკვების ნარჩენების მართვის პრობლემა საკმაოდ მწვავე ხასიათს იძენს, ეს პროდუქტი იდეალურ გამოსავალს უნდა გვთავაზობდეს. შესაძლოა, შენობებისთვის არ გამოიყენონ, მაგრამ მრავალი მიმართულება არსებობს, რომლებშიც საკვები ნარჩენებისგან დამზადებული ცემენტი გამოსადეგი შეიძლება, დარჩეს.
ამგვარად, პოტენციალი დიდია, დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს…