in

SALAD.AGENCY – რჩეული „ინგრედიენტებით” შექმნილი დიზაინი ციფრულ ინდუსტრიაში

ციფრული სააგენტოს განვლილი გზა და სამომავლო გეგმები

დიზაინ ფიქრი, მომხმარებელთა გამოცდილება და დიზაინ სისტემები, – ეს ის თანამედროვე ტერმინებია, რომლებსაც დღეს ციფრულ ინდუსტრიაში ყველაზე ხშირად შეხვდებით. ციფრული პროდუქტის, იქნება ეს ვებ-გვერდი, მობილური აპლიკაცია თუ სხვა, ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების და ინტერფეისის შექმნა, რომელიც პროდუქტის თემატურობიდან და მისი მომხმარებლებიდან გამომდინარე განსხვავდება. ჩვენ ციფრულ პროდუქტებს ყოველდღიურად ვეხებით და შეიძლება არც ვიცით, რამხელა ფიქრისა თუ გუნდის ერთობლივი მსჯელობის შედეგია ის. ასეთ პროდუქტებზე, როგორც წესი, ციფრული სააგენტოები მუშაობენ და დღეს სწორედ ერთ-ერთ სააგენტოს გაგაცნობთ, რომელიც ამჟამად მხოლოდ ციფრულ პროდუქტების UX/UI მიმართულებაზე მუშაობს და განსხვავებული ხედვა და მიდგომები აქვს ამ სფეროში.

სააგენტო Salad.agency დაახლოებით ორი წელია, რაც ქართულ ბაზარზეა, თუმცა აქტიური ნაბიჯების გადადგმა და გუნდის ზრდა წელს დაიწყეს, მათი საბოლოო მიზანი კი შექმნის დღიდან საერთაშორისო ასპარეზზე გასვლაა, რისკენაც ნაბიჯები უკვე წარმატებით აქვს გადადგმული. გუნდის მთავარი იდეა თავის დროზე Salad-ის პრინციპზე დაფუძნდა – საკუთარ თავს შეფებს უწოდებდნენ, რადგან ციფრული “ინგრედიენტების” გამოყენებით, თავიანთ კლიენტებს მათ მომხმარებელზე მორგებულ და სასიამოვნო ინტერფეისის პროდუქტს სთავაზობენ. მთავარი რეცეპტი კი ის ცოდნა, გამოცდილება და ხედვაა, რომელიც ამ სფეროში გააჩნიათ. მათი მთავარი მისია ციფრული დიზაინის სფეროში საერთაშორისო დონის სტანდარტების გათვალისწინება, მუდმივი ზრდა და განვითარებაა. თუ რა არის ამ გუნდის მთავარი ნიშა, რით არიან ისინი გამორჩეულნი და რა პროექტებზე მუშაობენ, კომპანიის დამფუძნებელი, გუგა მეშვილდიშვილი მოგვიყვება.

M: გუგა, როგორ გაჩნდა Salad.agency, რა გამოცდილებას ფლობს გუნდი და კონკრეტულად რას სთავაზობთ მომხმარებელს?

Salad.agency გაჩნდა 2 წლის წინ და თავდაპირველად რამდენიმე მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მთელი ყურადღება ჩვენს ძირითად საქმიანობაზე, ციფრული პროდუქტის (UX/UI)  დიზაინზე მივმართეთ, იმაზე რაც ყველაზე კარგად ვიცოდით. Როგორც სააგენტომ უკვე ვიმუშავეთ რამდენიმე მაშტაბურ პროექტზე.

როგორც ჩვენს გარშემო არსებული სამყარო და ბიზნესები, რომლებთანაც ვმუშაობთ, ჩვენი დიზაინის პრაქტიკა მუდმივად იცვლება და იხვეწება. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ დავინახოთ განსხვავებული გზა და ვიპოვოთ უკეთესი მეთოდები.

ჩვენ ვამაყობთ უნარით შევქმნათ human-centric პროდუქტები,მივიღოთ გამოწვევები, შევარჩიოთ მომხმარებელთა ქცევები, გავამარტივოთ რთული პროცესები და შევქმნათ პროდუქტები და სერვისი, რომლებიც ყოველდღიურად აუმჯობესებს ათასობით ადამიანის ცხოვრებას.

ამ ყველაფერს კი ვჭრით შემდეგი მიდგომით:

 ეს არის Discovery phase, რომელიც შედგება რამდენიმე ეტაპისგან, რომლებიცაა:

Კომპეტიტორთა ბენჩმარკინგი, მომხმარებელთა კვლევა და მონაცემთა ანალიზი,მომხმარებლებთან და სტეიკჰოლდერებთან ინტერვიუ, user-flow და customer journey, ინფორმაციის არქიტექტურა. ეს ყველაფერი გვეხმარება განვსაზღვროთ მომხმარებელთა არსებული პრობლემები და მოთხოვნები, გავაუმჯობესოთ მომხმარებლების გამოცდილება და გავაუმჯობესოთ ჩვენი დიზაინ-პროცესი. ამ პროცესის საბოლოო ნაბიჯები კი Wireframing-ის და ტესტინგის ეტაპებია, რასაც საბოლოოდ დიზაინ სისტემის და საბოლოო ინტერფეისის შექმნა მოსდევს.

დიდი ხანია ჩვენი მიზანია, როგორც სააგენტომ დავნერგოთ UX Research-ის კულტურა, რომელიც  ქართულ ბაზარზე ჯერ კიდევ ნელი ტემპებით იკიდებს ფეხს, ეს პროცესი თითქმის არ არსებობს პროდუქტის შექმნისას, გარდა რამდენიმე კომპანიისა, რომლებსაც ეს კომპეტენცია შიდა რესურსის დონეზე გააჩნიათ. Მაგრამ კომპანიებს და სტარტაპებს, რომლებსაც სურთ მიიღონ გამართული პროდუქტი ამის შესაძლებლობა არ გააჩნიათ ან დიდ დანახარჯებს მოითხოვს, სწორედ ამიტომ ერთ-ერთი  მთავარი პრიორიტეტია, რომ ხელი შევუწყოთ ამ მიმართულების განვითარებას ბაზარზე და შევქმნათ, როგორც მოთხოვნა, ისევე ხელმისაწვდომი მიწოდებაც, რისთვისაც მომავალში სხვადასხვა სახის აქტივობებს ვგეგმავთ.

კლიენტებს ასევე ვთავაზობთ Usability testing-ს, მარტივად რომ ავხსნათ რამდენად კარგად მუშაობს ის, რაც გავაკეთეთ, ეს პროცესი ხდება იქამდე სანამ დეველოპმენტს გადავცემთ საბოლოო პროდუქტს, თუმცა ამ პროცესს პროდუქტის განვითარების შემდგომ ეტაპებზეც ვიყენებთ. Დიზაინ პროცესის ეტაპზევე აღმოჩენილი ხარვეზები ბევრად ამარტივებს პროდუქტის დეველოპმენტის ფაზებს და კომპანიას თავს არიდებს დამატებით დანახარჯებს, როგორც დროის, ისევე ბიუჯეტის მხრივ.

M: საინტერესოა, პროექტებზე მუშაობის დროს ინტერფეისზე მუშაობის პროცესი როგორ გრძელდება, რისგან შედგება ეს პროცესი?

მომხმარებლის ინტერფეისის (UI)  ნაწილი პროდუქტის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რასაც საბოლოოდ გავლენა აქვს მომხმარებელთა გამოცდილებაზე.  ეს დიზაინ პროცესის ის ნაწილია, სადაც წყდება თუ რამდენად ხელმისაწვდომი და ჰარმონიულია ვიზუალურად პროდუქტი გამოყენებისთვის.

ჩვენი ყველა ახალი პროექტი იწყება დიზაინ სისტემაზე მუშაობით, ეს არის ცალკე მდგომი პროდუქტი და ასევე სერვისი, რომელიც ინტერფეისზე მუშაობის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ჯამში ზრდის დიზაინ პროცესის და კოლაბორაციის ტემპს, რაც საბოლოოდ პროდუქტის ხარისხზე აისახება.

კლიენტებისთვის შეთავაზებული დიზაინ სისტემის და მისი დოკუმენტაციის მასშტაბი, განსხვავდება პროექტის სიდიდის და ხასიათის მიხედვით, თუმცა დამკვეთებს ყოველთვის ვთავაზობთ იმ საბაზისო სისტემას, რომელზეც შემდგომ ვაშენებთ პროდუქტს, რაც მათ აძლევს საშუალებას, რომ პროდუქტის გაციფრულების სხვადასხვა ეტაპზე შეინარჩუნონ და განავრცონ ვიზუალური ენა.

ჩვენ გვსურს, რომ ჩვენს დიზაინ სისტემაში შექმნილი კომპონენტები სწორედ იქნას გამოყენებული პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე, რისთვისაც ვქმნით დიზაინ სისტემების დოკუმენტაციას. დიზაინ სისტემის დოკუმენტაცია, ეს არის წინასწარ გაწერილი სახელმძღვანელო, რომელიც ამარტივებს მისი გაგების, დანერგვის და გამოყენებადობის შესაძლებლობებს პროდუტის შემქმნელი სხვადასხვა რგოლებისთვის, იქნება ეს დიზაინერი, დეველოპერი თუ პროექტის სხვა რგოლის მონაწილე.

M: რა პრობლემებია ზოგადად ციფრული პროდუქტის დიზაინის მიმართულებით და როგორ ჭრის Salad.agency ამ პრობლემებს?

ძირითადი პრობლემა ალბათ ისაა, რომ პროექტის დასაწყისშივე მიდგომა საკმაოდ სტანდარტულია, რაც ბიზნესის გარემოებებიდან გამომდინარეობს, გაეშვას პროდუქტი, რაც შეიძლება ჩქარა, მინიმალური ფუნქციონალით, რაც გასაგები მიზეზია, თუმცა ამ ყველაფერს თუ დავუმატებთ დიზაინ პროცესებს და ცოტა მეტ დროს შედეგი შესამჩნევად უკეთესი იქნება. Ძირითად პრობლემას კვლევების იშვიათად გამოყენებაში ვხედავ, არადა ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია დიზაინზე მუშაობისას.

ჩვენ ვპარტნიორობთ ერთ-ერთ ადგილობივ Research კომპანიასთან, რომელიც გვეხმარება ტექნიკურად განვახორციელოთ UX კვლევა ჩვენი მეთოდოლოგიების გათვალისწინებით. გვაქვს მომხმარებლების ვიწრო და ფართო მასებზე კვლევის ჩატარების და usability ტესტინგ-ის შესაძლებლობა, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო სამიზნე აუდისტორიისთვის, ამ ყველაფრისთვის ვიყენებთ ისეთ ხელსაწყოებს როგორიც არის Dovetail, Maze.

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ შევქმნათ კარგი პროდუქტი, ყველა დიზაინ პროცესის გათვალისწინებით და საბოლოო ჯამში ის იყოს სასიამოვნო და მარტივი გამოსაყენებელი ჩვენი სამიზნე სეგმენტისთვის.

M: ვინ არიან თქვენი კლიენტები და რა ტიპის პროექტებზე გიწევთ მათთან მუშაობა? 

ვიმუშავეთ „სილიკონ ველის” სტარტაპზე, ADJARA GROUP, ARDI, VELI.store, CROSTY, Adjarabet, Georgia.travel, BDO Global ასევე საკმაოდ საინტერესო სტარტაპებთან საგანმანათლებლო და ბუქინგ ინდუსტრიებში. Ჩვენი ძირითადი მიმართულება რაშიც წლებია ვსპეციალიზდებით არის სადაზღვევო, უძრავი-ქონების, E-commerce და Banking სექტორები.

M: სამომავლო გეგმებზეც გვითხარით…რა სიახლეებია დაგეგმილი?

უპირველეს ყოვლისა, გვინდა, რომ საერთაშორისო კლიენტების და ჩვენი გუნდის წევრების რაოდენობა გავზარდოთ, ასევე დავამატოთ ბრენდინგის მიმართულება, რასაც უშუალო კავშირი აქვს პროდუქტის დიზაინის ხარისხზეც. ინტერფეისზე მუშაობისას ხშირად ვაწყდებით კომპანიის ბრენდინგში ვიზუალურ პრობლემებს ფერების, ტიპოგრაფიის და სტილისტიკის კუთხით, რაც საბოლოოდ ჩვენი პროდუქტის ხარისხზეც აისახება.

გარდა ამისა, ვაპირებთ ფრონტ-ენდ დეველოპმენტის მიმართულების დამატებასაც, რომელიც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენს საქმიანობაში. Გვსურს, რომ ის ხარისხი რასაც ჩვენი კლიენტები ხედავენ მომხმარებლებამდეც მივიტანოთ და საბოლოო პროდუქტშიც შენარჩუნდეს, რასაც ფრონტ-ენდ დეველოპმენტის მიმართულებით აქტიური ჩართულობა ესაჭიროება.

ჩვენი მიზანია, რომ კლიენტს ყოველთვის შევთავაზოთ ახალი იდეები და შევქმნათ უფრო ძლიერი და ნაყოფიერი თანამშრომლობა, შევთავაზოთ უფრო მეტი ღირებულება ჩვენი სერვისებით, რაც დაეხმარება მათ ბიზნესსა და პროდუქტს მუდმივად განვითარებაში.

[R]

გენური თერაპიით თაგვებს ქრონიკული ტკივილი შეუმსუბუქეს

„ვეფხვი ქალაქში“ — Samsung Electronics-ის კამპანია