in ,

ძირს ხორცი! თავისუფლება მწვანილებს! სალათის მოყვარულო მამაკაცებო, თქვენი დრო მოვიდა! – Dixie-ს კამპანია

თუ მამრობითი სქესის წარმომადგენელი მწვადზე უარს ამბობს და სალათს მიირთმევს, იმისთვისაც მზად უნდა იყოს, რომ გარშემომყოფები ეჭვის თვალით დაუწყებენ ყურებას. სწორედ ამიტომ, ბევრი მამაკაცი ამ პოპულარულ კერძს საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ მიირთმევს.

დღეს, 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის აღნიშვნასთან ერთად, კომპანია Dixie-მ კაცების გათავისუფლება გადაწყვიტა. ერთჯერადი ჭურჭლის მწარმოებელმა კომპანიამ სააგენტო Droga5-ის მიერ დაგეგმილი კამპანიით წერტილი დაუსვა სირცხვილს, რომელსაც კაცები სალათის ჭამის გამო განიცდიან.

 

 

სარეკლამო რგოლი, სახელად “We, The Salad Men” სახალისო გამოვიდა. გარდა 60 წამიანი რეკლამისა, კამპანიის ფარგლებში Facebook-ზე საზაფხულო სალათების რეცეპტები გავრცელდა. კამპანიაში Twitter-ი და Instagram-იც აქტიურად ჩაერთვებიან.

სხვა თუ არაფერი, ყოველ 4 ივლისს, მამაკაცები თავისუფლად შეჭამენ საყვარელ რუკოლას და არ შეეშინდებათ სოსისებითა და მწვადებით თავდასხმის.

სამშენებლო იარაღებით შექმნილი მუსიკა სასტუმროს გახსნაზე! Must See!

Jaguar-ის აღმაფრთოვანებელი ტყუილი, რომელმაც კანის ფესტივალზე ოთხი ლომი მოიგო