in

გახდი სერტიფიცირებული გაყიდვების ტრენერი

„10 მარტიდან, პირველად საქართველოში, საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი და Teamboat, იწყებს კურსს „სერტიფიცირებული გაყიდვების ტრენერი“.

BOG
BOG

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ეს კურსი უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ საკმარისი გამოცდილება დააგროვა გაყიდვების სფეროში და მზად არის, ეს ცოდნა გადასცეს სხვებს.

„გაყიდვების ტრენერი ცალკე პროფესიაა, შესაბამისად თქვენ შეძლებთ ისწავლოთ, თუ როგორ ასწავლოთ კონკრეტული გაყიდვების უნარ-ჩვევები გუნდის წევრებს და განვითარდეთ, როგორც გაყიდვების ტრენერი“.

სწავლების პირველ ნაწილში კურსის ავტორი დავით ჩიკვაიძე გაყიდვების კონკრეტულ პროგრამაზე და იმ ტექნიკებზე ისაუბრებს, რომელიც უშუალოდ გაყიდვების ტრენინგის და „ვორქშოფისპრაქტიკულობას თუ წარმატებას განაპირობებს.

ტრენინგს, დავით ჩიკვაიძესთან ერთად, გაუძღვება პაატა პაპავა, რომელიც შეხვედრების ფარგლებში მსმენელებს გაუზიარებს ტრენერთა ტრენინგის უახლეს, აპრობირებულ პროგრამებს სწავლებისა და მენტორინგის მიმართულებით (TOT, TOM).

„პირველი ექვსი შეხვედრა დაეთმობა უშუალოდ პროგრამის სწავლების პროცესს, დარჩენილი ოთხი შეხვედრა კი იქნება მხოლოდ პრაქტიკა, სადაც ტრენინგის მონაწილეები კურსის ფარგლებში თვითონვე უზრუნველყოფენ საკუთარი ტრენინგის ორგანიზებას, გაყიდვას და თავად ჩაატარებენ ტრენინგს გაყიდვებში. შეხვედრები ჩატარდება სამშაბათს და ხუთშაბათს, 19:00 საათიდან 22:00 საათამდე“.

 

სწავლების პროცესში მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის ლიტერატურა, „ონლაინ“ კურსები და ყველა სხვა დამატებითი მასალა, რომლებიც აუცილებელია თეორიული ცოდნის გასაღრმავებლად, კონკრეტულ საკითხებში.

პროგრამა

 კლიენტთან პირველი კონტაქტი – როგორ დავრეკოთ ( I შეხვედრა)

  • პირველი ზარი – 5 წამის პრინციპი
  • რას ვყიდით პირველი კონტაქტისას?
  • როგორ დავპოზიციონირდეთ პირველი ინტერაქციისას.
  • ვის ტერიტორიაზე შევხვდეთ ?
  • როგორ ვასწავლოთ თანამშრომლებს პირველი ზარის პრინციპი.

პრეზენტაცია – როგორ იღებს ტვინი გადაწყვეტილებებს (II შეხვედრა)

  • რა ვიცით ჩვენს პროდუქტზე?
  • პროდუქტის თვისებები და უპირატესობები
  • რას ნიშნავს პროდუქტის სარგებელი
  • რატომ უნდა იყიდონ თქვენგან?
  • როგორ ვასწავლოთ და გადავამოწმოთ თანამშრომლის ცოდნა პროდუქტის შესახებ (ჩეკლისტი)

წინააღმდეგობების დაძლევა – შავი გედის პრინციპი (III შეხვედრა)

  • კლიენტის არსებული გამოცდილება
  • შეკითხვის დასმა = წინააღმდეგობას?
  • წინააღმდეგობების იდენტიფიცირება
  • როგორ ვაქციოთ წინააღმდეგობა საკუთარ სარგებლად?
  • როგორ ვასწავლოთ და გადავამოწმოთ თანამშრომლის ცოდნა წინააღმდეგობების დაძლევის შესახებ (ჩეკლისტი)

ჯვარედინი გაყიდვები (IV შეხვედრა)

  • როდის გავყიდოთ ჯვარედინად ?
  • ჯვარედინი გაყიდვების ტექნიკები
  • აქტივობა – რას რა პროდუქტს ვუკავშირებთ
  • სიტუაციური ამოცანები – ჯვარედინი გაყიდვა
  • როგორ ვასწავლოთ და გადავამოწმოთ თანამშრომლის ცოდნა ჯვარედინი გაყიდვების შესახებ (ჩეკლისტი)

TOT  (V შეხვედრა)

  • როგორ სწავლობენ ზრდასრულები? სწავლისა და სწავლების საბაზისო პრინციპები
  • როგორ დავგეგმოთ და მოვამზადოთ ეფექტური ტრენინგი
  • სამოდელო სესია – ეფექტური სწავლების აქტივობები
  • სწავლების სამფაზიანი ჩარჩო: შემზადება, ცოდნის დაუფლება, განმტკიცება-გამთლიანება

TOT  (VI შეხვედრა)

  • პრაქტიკუმი ტრენინგის სესიის დაგეგმვაში
  • აქტივობის წარმართვის სტრატეგიები და ტექნიკები
  • აუდიტორიის მართვა
  • განმავითარებელი უკუკავშირი და ცოდნის შეფასება

პრაქტიკული სამუშაო (VII შეხვედრა)

  • ტრენინგის ჩატარება წყვილში (სრულიად უცხო დამსწრეებთან)
  • მონაწილის მიერ ჩატარებული ტრენინგის შეფასება მენტორებისგან
  • შემდგომი სამოქმედო ნაბიჯების გაწერა

პრაქტიკული სამუშაო (VIII შეხვედრა)

  • ტრენინგის ჩატარება წყვილში ( სრულიად უცხო დამსწრეებთან)
  • მონაწილის მიერ ჩატარებული ტრენინგის შეფასება მენტორებისგან
  • შემდგომი სამოქმედო ნაბიჯების გაწერა

პრაქტიკული სამუშაო (IX  შეხვედრა)

  • ტრენინგის ჩატარება წყვილში ( სრულიად უცხო დამსწრეებთან)
  • მონაწილის მიერ ჩატარებული ტრენინგის შეფასება მენტორებისგან.
  • შემდგომი სამოქმედო ნაბიჯების გაწერა

პრაქტიკული სამუშაო ( X შეხვედრა)

  • ტრენინგის ჩატარება წყვილში (სრულიად უცხო დამსწრეებთან)
  • მონაწილის მიერ ჩატარებული ტრენინგის შეფასება მენტორებისგან
  • შემდგომი სამოქმედო ნაბიჯების გაწერა

„სერტიფიცირებული გაყიდვების ტრენერის“ კურსის გასავლელად, აუცილებელია, რეგისტრაცია, რომლის შემდეგაც დაინიშნება შეხვედრა ტრენერებთან.

ტრენინგის ღირებულება 1690 ლარია. შეხვედრები ჩატარდება სამუშაო სივრცე „ტერმინალში“ (აბაშიძის #34).

[R]

რა გელით 28-29 თებერვალს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე?

როგორ შექმნეს კიბორგი კალიები და რა შეუძლიათ მათ