in

გაყიდვების მენეჯმენტი 2.0 – „ლეო ინსტიტუტისა“ და „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ ერთობლივი კურსი

„ლეო ინსტიტუტი“ და „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი“, 14-17 დეკემბერს, „შერატონ მეტეხი პალასში“ (თბილისი), გამართავენ 4-დღიან ტრენინგს გაყიდვების მენეჯმენტში. კურსის მიზანია, გაყიდვების და მოლაპარაკებების პროცესს სხვა პერსპექტივიდან, შემოქმედებითი მდგომარეობიდან შევხედოთ.

„გარდა პრაქტიკული და სასარგებლო სტრატეგიებისა თუ ტექნიკებისა, რომლებიც არამარტო მსოფლიოში, არამედ საქართველოს რეალობაში არის ადაპტირებული, კურსის განმავლობაში ერთად აღმოვაჩენთ იმ მდგომარეობას, რომელიც გაყიდვების პროცესის გრძელვადიან წარმატებას განაპირობებს, მოლაპარაკების ყველა მხარისთვის ღირებულების შექმნის გზით“. 

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უშუალოდ უწევს გაყიდვების გუნდის, კორპორაციული გაყიდვების და რთული მოლაპარაკებების მართვა, რომელიც ხშირ შემთხვევაში გრძელვადიან შედეგზე არის ორიენტირებული და საბოლოო შედეგის მისაღებად დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.

ასევე კომპანიების ლიდერებისთვის, რომლებიც არიან პასუხისმგებლები ბიზნესის ზრდაზე, ახალი კლიენტების მოზიდვისა და გარე მოლაპარაკებების პროცესზე.

პირველი ორი დღის განმავლობაში, „ლეო ინსტიტუტის“ ქოუჩები მონაწილეებს დაეხმარებიან სიღრმისეულად იმუშავებენ მათ გონებაში არსებულ არაცნობიერ მექანიზმებზე, რომელიც გაყიდვების პროცესში ხელს უშლით, მაგალითად, როგორიცაა: უარის მიღების შიში, მარცხის შიში, შედეგზე დამოკიდებულება. ისწავლიან როგორ ჩამოიყალიბონ გულწრფელი მიზანი შესთავაზონ მეორე მხარეს საუკეთესო ღირებულება და როგორ იმოძრაონ ამ მიზნისკენ დაბრკოლებების მიუხედავად შინაგანი სიმშვიდით და ენთუზიაზმით.

მესამე და მეოთხე დღე მიეძღვნება გაყიდვების სფეროში დაგროვილ უახლეს სტრატეგიებსა და ტექნიკებს, რომელსაც საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი ფლობს და გაუზიარებს მონაწილეებს. მონაწილეები ისწავლიან, თუ როგორ აწარმოონ მოლაპარაკებები და რა ფაზებს გადის კლიენტი გაყიდვის პროცესში. როგორ შექმნან საკუთარი კომპანიის საჭიროებებზე მორგებული გაყიდვების სტრატეგია. ისწავლიან „ნეთვორქინგის“ ხელოვნებას და გამოცდიან „სთორითელინგის“ მნიშვნელობას მოლაპარაკებისას.
კურსს გაუძღვებიან:

  • ლეო ინსტიტუტის დამფუძნებლები სამი კოენი და ანა კოენი„ლეო ინსტიტუტი“ უკვე 40 წელია, რაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თვითგანვითარების სემინარებს ატარებს ლეო მეთოდოლოგიის მიხედვით. ორგანიზაციული ტრანსფორმაციის მხრივ, „ლეო ინსტიტუტს“ ნამუშევარი აქვს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: nasa, shell, visa და ა.შ
  • „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი დავით ჩიკვაიძე – სერტიფიცირებული ტრენერი, 14-წლიანი გამოცდილებით გაყიდვების, მომსახურების მართვისა და „ლიდერშიპის“ მიმართულებით. ის არის ავტორი წიგნისა „ანტი-გაყიდვები“.
  • ბიზნეს კონსულტანტი მენეჯმენტის დარგში, ლექტორი, საჯარო სიტყვით გამომსვლელი, ტრენერი გუნდური მუშაობის, ადამიანური რესურსების მართვის, მარკეტინგის და კრეატიული აზროვნების სფეროში – ანდრო დგებუაძე.

თუ ფიქრობ, რომ ეს კურსი შენთვის სასარგებლო იქნება, დარეგისტრირდი აქ!

[R]

რის სანაცვლოდ სთავაზობს უფასო კვებას Burger King? – კამპანია ჰელოუინისთვის

ავტომობილის იაპონური ესთეტიკა – Suzuki-ს ისტორია