in

როგორ ვმართოთ გაყიდვების გუნდის მუშაობა? – დავით ჩიკვაიძე

„გაყიდვების გუნდს, წარმატებისთვის, სჭირდება სისტემა, გაყიდვები არის წრე და არა – რაღაც წერტილამდე სვლა, შედეგი უნდა დაიდოს სისტემით“ – მცირე და საშუალო ბიზნესში, გაყიდვების გუნდის ეფექტურ მუშაობაზე დავით ჩიკვაიძემ „მარკეტერისპოდკასტის ახალ ეპიზოდში ისაუბრა.

მისი თქმით, ეს სისტემა მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც გაყიდვების გუნდს ძლიერი ხელმძღვანელი ჰყავს.

„ზოგადად რომ არ ვისაუბროთ, 10-კაციანი გუნდის მაგალითი განვიხილოთ – ბიზნესის #1-ლი ამოცანაა, გაყიდვებისთვის კარგი ხელმძღვანელი აიყვანოს. რას ნიშნავს ეს? მას უნდა ჰქონდეს კარგი მენეჯერული თვისებები. „კარგი „სეილსმენი“ იყო და მენეჯერად ავიყვანეთ“ – არ მუშაობს. მას უნდა შეეძლოს საკუთარი თანამშრომლების კარგი მენტორინგი. ანუ, ერთ-ერთზე საუბარი. ასევე – გუნდში გარკვეული ტრენინგების წაკითხვა. გაყიდვების ხელმძღვანელები საშუალო რგოლის მენეჯერები არიან. თუ ეს კადრი არ გყავს ძლიერი, არც ტრენინგს აქვს აზრი და არც – სხვა აქტივობებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს სისტემა, თუ ორგანიზაციის გაყიდვების გუნდს ძლიერი მენეჯერი ჰყავს. ნებისმიერ ახალ თანამშრომელს უნდა ჰქონდეს თავისი ინტეგრაციის ე.წ. ონბორდინგ პროგრამა – მენეჯერმა უნდა გამოუყოს შესაბამის დრო, ესაუბროს, ერთად გაწერონ გეგმები, მუდმივად ადევნოს თვალყური ამ გეგმის შესრულებას. 10-კაციან გუნდში ყველას თავისი მოტივაცია და ინტერესი აქვს, ამიტომ აქ ჯგუფური შეხვედრები არ მუშაობს. საშულო რგოლის მენეჯერებს [მაგალითად, გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელებს], ხშირ შემთხვევაში, არ აქვთ ხოლმე გადაწყვეტილების მიღების უნარი, მაგალითად, არ შეუძლიათ, გაუშვან ისეთი კადრი, რომელიც არ მოსწონთ. რაღაც მომენტში, ასეთ ადამიანებს სურთ, ყველასთან კარგი რეპუტაცია შეინარჩუნონ [მაგრამ ეს საქმისთვის არ არის კარგი],  მათ უნდა შეეძლოთ, ზოგჯერ, ძალიან მკაცრი გადაწყვეტილებების მიღებაც. ასევე – პასუხისმგებლობის გაზიარება – მსხვილ მოლაპარაკებებზე გაყვნენ გუნდის წევრებს, განიხილონ ასეთი „ქეისები“ და ა.შ. [და ბოლოს] გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელს უნდა უყვარდეს თავისი საქმე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.

თუ ჯერ კიდევ არ მოგისმენიათ „მარკეტერისპოდკასტის ახალი ეპიზოდი, გთავაზობთ სრულ ჩანაწერს.

„მარკეტერის“ პოდკასტს წარმოგიდგენთ „საქართველოს ბანკი ბიზნესი“. ყველა ეპიზოდის მოსმენა შეგიძლიათ ვებგვერდზე www.podcast.ge.

5 გამორჩეული სახლი „ხავერდოვან“ სეზონზე დასვენებისთვის

The Frame – „სამსუნგი“ ტექნოლოგიურ ჩარჩოებს ცდება