in

9 ოქრომბრიდან! “გაყიდვების მენეჯმენტის” კურსი საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტისგან

9 ოქრომბრიდან, საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი “გაყიდვების მენეჯმენტის” კურსის მეორე ნაკადის მიღებას იწყებს. კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც უშუალოდ არის ჩართული გაყიდვების პროცესში / მართავს გაყიდვების გუნდს, ან მართავს მოლაპარაკებებს. ათი სამსაათიანი შეხვედრის ფარგლებში, ტრენერები – დავით ჩიკვაიძე და ლევან ახვლედიანი განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, პოტენციური კლიენტის შერჩევა, კვლევა, კლიენტზე გასვლის არხები, ნეთვორქინგი უშუალოდ გაყიდვებისა და მოლაპარაკებების პროცესის მართვა (კლიენტთან შეხვედრა, პროდუქტის პრეზენტაცია და ა.შ.), გაყიდვების გუნდის შერჩევა, დელეგირება და მოტივაცია.

 

პროგრამა მოიცავს კონკრეტულ პრაქტიკულ ქეისებს, რომელიც ქართულ ბაზარს არის მორგებული, ხოლო პრაქტიკული სავარჯიშოების განხილვით, მონაწილეებს საშუალება ექნებათ, კონკრეტული შედეგები უშუალოდ ტრენინგის მსვლელობისას დაინახონ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.isi.ge/ka/gayidvebis-menejmenti

ტრენერები: დავით ჩიკვაიძე, ლევან ახვლედიანი

დაწყების თარიღი: 9 ოქტომბერი
შეხვედრები ჩატარდება ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 19:00 საათიდან 22:00 საათამდე
ტრენინგის ხანგრძლივობა: 30 საათი (ათი სამსაათიანი შეხვედრა)

ტრენინგის ჩატარების ადგილი: ტერმინალი, აბაშიძის #34

ტრენინგის ღირებულება: 1450 ლარი

[R]

„არქის“ კამპანია #არქელი ზაზა ფაჩულიასა და #არქელი ლაშა ტალახაძის მონაწილეობით

ყუთის ფორმის ავტომობილი! – Volkswagen-ის კამპანია