in

„საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი“ Sales MBA-ზე მიღებას იწყებს

საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი“ პროექტ Sales MBA-ს მესამე ნაკადის მიღებას იწყებს. როგორც თავად ამბობენ, 26 წლამდე ახალგაზრდებს საშუალებას აძლევენ, გაყიდვების სფერო პროფესიონალი ტრენერების მეშვეობით შეისწავლონ, პარალელურად კი წარმატებულ კომპანიებში დასაქმდნენ. 

 

https://www.youtube.com/watch?v=L8wMvKdDd0Q&feature=youtu.be&fbclid=IwAR3eOpWy1N0u4sCS05cFK3A5mxES8h0lUOn-9MQSfjBK_O5w8PHu9wpBDy8

 

„პროგრამას „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი“ სრულად აფინანსებს. პროექტი 6 თვიანია. კურსი ორ ეტაპად არის დაყოფილი და თითოეულს 6-6 შეხვედრა დაეთმობა. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები, კვირა დღის განმავლობაში სწავლობენ გაყიდვების საკითხებს, ხოლო პრაქტიკულ მისიებს შემდეგ სამსახურში ახორციელებენ. Sales Mba-ზე მოხვედრა ავტომატურად გულისხმობს „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ პარტნიორ კომპანიებში დასაქმებას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე“.

„საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტში“ ამბობენ, რომ Sales MBA-ს ფარგლებში, უკვე 25 ახალგაზრდას შეასწავლეს გაყიდვები და ისეთ კომპანიებში დაასაქმეს, როგორებიცაა: „ლივინგსტონი“, „ორიენტ ლოჯიკი“, „პალიტრა მედია“, „ჯი არ სი“ და სხვა. მესამე ნაკადი 2 ივნისიდან იწყება. CV-ების მიღება,  12 მაისამდე გრძელდება. 

„პროექტში მონაწილე კანდიდატები, კონკურსის წესით შეირჩევიან.

აპლიკაციის მიღების პირობები:

• 26 წლამდე ახალგაზრდა.

მიმდინარედ არ უნდა იყოს დასაქმებული არცერთ სექტორში.

• ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია.

• სქესს, საცხოვრებელ ადგილს და სასწავლებელს არ აქვს მნიშვნელობა.

რეზუმეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს თანდართული ფოტოსურათი.

• უნდა იყოს სრულწლოვანი.

• უფროს კურსელებს მიენიჭებათ უპირატესობა“. 

სწავლებას ექნება პრაქტიკული ტრენინგის ფორმატი და გაიმართება კვირას, 10:00-დან 17:00-მდე. კურსის მთავარი თემებია: საცალო გაყიდვები, კორპორატიული გაყიდვები, სადისტრიბუციო გაყიდვები და Business English for Sales (ბიზნეს ინგლისური გაყიდვებისთვის

[R]

გუნდის წევრებისგან შეუძლებელს ხომ არ ითხოვთ?

რატომ არის მნიშვნელოვანი Young Lions Georgia-ს მხარდაჭერა?