გაყიდვების დეპარტამენტის წარმატებისთვის მხოლოდ გუნდის წევრების შთამბეჭდავი CV, ცოდნა და ნიჭი საკმარისი არ არის. კომპანია რომ მომდევნო საფეხურზე გადავიდეს, აუცილებელია პრიორიტეტული, ანუ საგნობრივი კვლევა. შესაბამისმა განყოფილებამ და კომპანიის ხელმძღვანელობამ მხოლოდ ამ მონაცემების გაანალიზების შემდეგ უნდა იმოქმედოს.

რას გულისხმობს კომპანიისთვის პრიორიტეტული, იგივე საგნობრივი კვლევა, ანუ რა სახის ინფორმაცია და მონაცემები დაგჭირდებათ?!
განსაზღვრეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რის გადაჭრასაც მომხმარებლებს დაჰპირდებით და თითოეული ეს საკითხი დეტალურად შეისწავლეთ, თუმცა, მანამდე აუცილებლად გაეცანით, თქვენს სფეროში, უკვე ჩატარებულ კვლევებს, რომ იგივე არ გაიმეოროთ და საკითხი სხვა მიმართულებით შეისწავლოთ. ჩაატარეთ რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევები ფოკუს ჯგუფებში, ქეის – „ქეის სთადის“, პირდაპირი და ჩაღრმავებული ინტერვიუების სახით. შეგიძლიათ, კვლევისთვის ახალი მაჩვენებლებიც შექმნათ. ასე უკეთ დაინახავთ შედეგებს. ყველაზე კარგი იქნება, ის შეისწავლოთ, რაც აქამდე არავის გამოუკვლევია. პროცესის დასრულების შემდეგ მხოლოდ მშრალ ციფრებს ნუ დასჯერდებით. გააანალიზეთ მიღებული ინფორმაცია, შეაჯამეთ და შეიმუშავეთ რეკომენდაციები. შემდეგ კი მოკლედ ჩამოაყალიბეთ საერთო სურათი. არასოდეს იცით, როდის დაგჭირდებათ ამ თემაზე საუბარი. თუმცა, ბიზნესის წრეებში განხილვას ნუ დაელოდებით, როგორც კი შედეგები გექნებათ, მიაწოდეთ ეს ინფორმაცია მედია საშუალებებს და გაშალეთ თემა სოციალურ ქსელებში. თუმცა, ამ საფეხურზე ნუ გაჩერდებით – მუდმივად ადევნეთ თვალ – ყური, რა მოხდება თქვენი კვლევის შემდეგ, როგორ განვითარდება მოვლენები: მაგალითად, თუ გამოქვეყნდება ახალი კვლევა, ან შეიცვლება მონაცემები და ა.შ.
წყარო: Inc.com











