თუ კომპანიაში ერთი გაყიდვების წარმომადგენელი მაინც გყავს, გაიცანი Webapp-ის ახალი პროდუქტი SalesApp – პირველი, სრულად ქართული, პროგრამული უზრუნველყოფა გაყიდვების პროცესების გასაციფრულებლად.
გაყიდვების გუნდის მართვა რთული და საკმაოდ შრომატევადი პროცესია – როდესაც გსურს გუნდი იყოს მაქსიმალურად პროდუქტიული, სწრაფად მიაღწიოს დასახულ მიზნებს, და, ამასთან ერთად, ეფექტურად მართოს კლიენტებთან კომუნიკაცია, ამ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება. სწორედ ამ პროცესების გასამარტივებლად და თანამედროვე ბიზნესსამყაროს გამოწვევებზე საპასუხოდ, საქართველოში ტექნოლოგიურმა კომპანია ვებაპმა, კიდევ ერთი ახალი პროგრამული უზრუნველყოფა შექმნა, რომელიც ქართულ ბაზარზე გაყიდვების პროცესების სრულად ციფრული მართვის შესაძლებლობას იძლევა და ქართული კომპანიებისთვის, კიდევ ერთი დროული და საჭირო გადაწყვეტა უკვე ხელმისაწვდომი გახადა.
Webapp 4 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და აერთიანებს 400-ზე მეტ ორგანიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვქმნით პროდუქტებს, რომელთა მეშვეობითაც კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა პროცესების გაციფრულებით უპასუხონ თანამედროვე ბიზნესსამყაროს ყველა გამოწვევას, დროისა და ადამიანური რესურსის დაზოგვის ხარჯზე კი გაზარდონ პროდუქტიულობა. Beautyapp-ის, Dentalapp-ისა და Bookinghub-ის მეშვეობით უკვე არაერთმა სტომატოლოგიურმა კლინიკამ, ესთეტიკური მედიცინისა თუ სილამაზის ცენტრმა წარმატებით განახორციელა სრული ციფრული ტრანსფორმაცია და ამავდროულად, პირველი ონლაინ რეზერვაციების პლათფორმაც საბოლოო მომხმარებლებისთვის ხელმისაწვოდმია, რომელსაც ათასობით მომხმარებელი და ასობით ბიზნესი აქტიურად, ყოველდღიუად იყენებს.
SalesApp-ის შექმნის მთავარი იდეაც გახდა ის, რომ ქართულ ბაზარზეც ყოფილიყო პროდუქტი, რომლის მეშვეობითაც კომპანიების საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი- გაყიდვების გუნდი შეძლებდა სრულად გაეციფრულებინა პროცესები, ემართა მარტივად და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჰქონოდა მაქსიმალური შედეგები. ეს არის პროგრამა, რომელიც გეხმარება მართო მარტივად, აკონტროლო გუნდის KPI და გეგმები, მომხმარებლებთან მოლაპარაკებები და მუდმივად გქონდეს წვდომა მონაცემების ანალიტიკაზე.
HR, გეგმა/KPI, ლიდები, სამუშაო ბაზა, მოლაპარაკებები, პორტფელი, კლიენტები, შეკვეთები, შეხვედრების კალენდარი, სტატისტიკა, SMS კომუნიკაცია – ეს ის მოდულებია რომელთა მეშვეობითაც შეგიძლია, რომ სწრაფად და მარტივად მიაღწიო დასახულ მიზნებს და პროცესი გამჭვირვალე, რეპორტები ავტომატური და ყველაზე მორგებული გახადო.
ამასთანავე, Webapp-ის ახალი პროდუქტის მთავარი უპირატესობა არის ისიც, რომ ჩვენი თითოეული მომხმარებელთა ზრუნვის მენეჯერი კონკრეტულ კომპანიასთან ისე მუშაობს, რომ პლატფორმის შესაძლებლობები მაქსიმალურად მოერგოს მისი გაყიდვების გუნდის პროცესებს, საჭიროებებსა და მიზნებს, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ SalesApp-მა მომხმარებლებში უკვე დიდი ინტერესი დაიმსახურა და არაერთი კომპანია ყოველდღიურად იყენებს მას.
ჩვენი მთავარი მიზანია ინოვაციური პროგრამის მეშვეობით გაყიდვების პროფესიონალებს დავეხმაროთ კომპანიის პროდუქტიულობის ზრდასა და შედეგების მაქსიმიზაციაში, სწორედ ამიტომ, ყველა დაინტერესებულ კომპანიას, ერთთვიან უფასო პერიოდს ვთავაზობთ, რომლის განმავლობაში დავატრენინგებთ თანამშრომლებს, დავაწყებინებთ მუშაობას და პირველ რეზულტატებსაც მარტივად ხელმისაწვდომს გავხდით ნებისმიერი მომხმარებლისათვის.
მოითხოვე დემო: https://salesapp.ge/
[R]