in

Salesforce-მა Slack 27.7 მილიარდ დოლარად შეისყიდა

Salesforce-მა, რომელმაც ახლახან გადააჭარბა $20 მიალიარდიან შემოსავალს, დღეს განაცხადა, რომ ის კიდევ უფრო ფართოვდება Slack-ის შეძენით (თანხა 27.7 მილიარდ დოლარს შეადგენს). გასულ კვირას უკვე გაჩნდა ჭორები მოსალოდნელი მოლაპარაკების შესახებ, რამაც ბუნებრივია, Slack-ის საფონდო ფასის ზრდა გამოიწვია.

Salesforce-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ბენიოფიმ აღნიშნა, რომ ეს არის „ღვთიური შეთანხმება“, რაც ხაზს უსვამს აღნიშნული მოვლენის მნიშვნელობას.

სტიუარტ ბატერფილდმაც აღნიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მოვლენას: „რადგან პროგრამული უზრუნველყოფა უფრო და უფრო კრიტიკულ როლს ასრულებს თითოეული ორგანიზაციის საქმიანობაში, ჩვენ ვიზიარებთ სირთულის შემცირებას, გაზრდილ ძალასა და მოქნილობას, საბოლოოდ კი უფრო სწორ შესაბამისობასა და ორგანიზაციულ შესაძლებლობებს მივიღებთ. პირადად მე მჯერა, რომ ეს არის ყველაზე სტრატეგიული კომბინაცია პროგრამული უზრუნველყოფის ისტორიაში და ვერ ვითმენ, როდის განვაგრძობთ მუშაობას“.

რაც Slack-ს სხვა მსგავსი პროდუქტებისგან გამოარჩევდა ის არის, რომ იძლევა სხვა პროგრამებთან ინტეგრირების საშუალებას, რაც თავის მხრივ, მის მიმართ ინტერესს ყოველდღურად ზრდიდა.

 

ისევ ვიკეტებით! – ჩვენი დღევანდელობა Alta-ს რეკლამაში

როგორ შევაკეთოთ მანქანა შეზღუდვების პირობებში