მალევე, მას შემდეგ, რაც Slack-მა OpenAI-ისთან პარტნიორობის შესახებ განაცხდა, მისმა მშობელმა კომპანია Salesforce-მა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა — Einstein GPT წარადგინა.
ამჯერად ჩეტბოტის ნაცვლად, რომლის მრავალგვარ ფორმასაც უკვე ყველა მივეჩვიეთ, ხელოვნური ინტელექტის მოდელი უშუალოდ ბიზნესში გამოიყენება. უფრო კონკრეტულად, მომხმარებელთა ურთიერთობის მენეჯმენტის (CRM) სისტემაში ინტეგრირდება. მაგალითად, თანამშრომლებს შეეძლებათ, პერსონალიზებული იმეილები შექმნან მომხმარებლებთან გასაგზავნად. გარდა ამისა, ინსტრუმენტი მომსახურე პერსონალს საშუალებას მისცემს, შეკითხვებს კონკრეტული გენერირებული ტექსტებით უპასუხონ და შექმნან მიზნობრივი მარკეტინგული შინაარსი.
ეს ყველაფერი არ არის… Einstein GPT თანამშრომლებს შეხვედრების დაგეგმვაში, ცოდნისა და „ჭკვიანური შეჯამების“ მიღებაში დაეხმარება. „მსოფლიო ახლა ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში იმყოფება, რაც გენერაციული AI-ისა და ინოვაციური მოწყობილობების შექმნას გულისხმობს. „Einstein GPT კი გადამწყვეტ მომენტში გამოჩნდა ასპარეზზე, რადგან ამჟამად ყველა კომპანია იმაზეა ფოკუსირებული, რომ მომხმარებლებთან და საზოგადოებასთან კომუნიკაცია ახალ ეტაპზე გადაიყვანონ“, — აცხადებს Salesforce.