in ,

Salesland – „ყველაფერი მკითხველისთვის“

Startauperi
Startauperi

Salesland.ge მომხმარებლებს წიგნებსა და მკითხველისთვის საჭირო აქსესუარებს სთავაზობს ფასდაკლებით.

კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი თათია მუჯირი ამბობს, რომ Salesland 2013 წლის ოქტომბერში შეიქმნა და „პალიტრა მედიას“ შემადგენლობაში შედის. თავდაპირველად ვებ-გვერდი მომხმარებლებს კვების, ჯანმრთელობის, სილამაზისა და სხვა კატეგორიებში სთავაზობდა ფასდაკლებას.

tatiaთათია მუჯირი: რეორგანიზების მიზეზი სხვა კატეგორიებში არსებული ძირეული პრობლემები არ ყოფილა. პროფილის შეცვლა უფრო სწორი კონცეფციის არჩევამ განაპირობა, რაშიც მომხმარებლის ჩართულობა დაგვეხმარა.

როგორც ყოველთვის ხდება, მომხმარებელი გკარნახობს და გიბიძგებს, რა უფრო სწორია ბაზარზე. ამიტომ, ყოველთვის მნიშვნელოვანია, ყურადღებით უსმინო მას.

M: რატომ მხოლოდ წიგნები და მკითხველისთვის საჭირო აქსესუარები?

თავიდანვე განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა წიგნების კატეგორიაზე. კომპანიის დაარსებიდან ძალიან მალე ნათელი გახდა მთავარი მიმართულება. ამიტომ, ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ვაქციეთ კომპანიის კონცეფციად.

ყველაფერთან ერთად, გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა კარგი საქმე – მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა წიგნები ხელმისაწვდომ ფასად. ინტერნეტ კომერციაში მუშაობის გამოცდილებამ აჩვენა, რომ აუცილებელი იყო ბაზარზე წარმოქმნილი მოთხოვნისთვის მიწოდებით გვეპასუხა. მივიღეთ გადაწყვეტილება, ბოლომდე გვეკეთებინა ის საქმე, რაშიც ყველაზე ძლიერები ვიყავით.

ჩვენს ამ გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდნენ გამომცემლები. ამასთან კომპანიის რეორგანიზაციაში გადამწყვეტი როლი ითამაშა 2014 წლის წიგნის საერთაშორისო ფესტივალმა. ფესტივალს ყოველწლიურად მკითხველთა სულ უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს. სტუმრები მოდიოდნენ და მადლობას გვიხდიდნენ იმ აქციისთვის, რითიც წარმოდგენილები ვიყავით ფესტივალზე.

ვფიქრობ, ეს წარმატებისკენ მიმავალ გზას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე, მსგავსი ტიპის ბიზნესი არ არსებობდა. ამიტომ, სიახლისა და ინოვაციის თვალსაზრისით ძალიან საინტერესო იყო ეს საქმიანობა ჩვენთვისაც და მომხმარებლისთვისაც. რაც შეეხება აქსესუარებს, გვსურს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მკითხველს. ყველამ კარგად ვიცით, როგორ ასმაგდება წიგნის კითხვით მიღებული სიამოვნება, როდესაც ამას კომფორტსაც ამატებ. ჩვენი სლოგანიც ხომ სწორედ ამას პასუხობს – ”ყველაფერი მკითხველისთვის”.

Salesland

M: როგორ და რა პირობებით შეიძლება წიგნის მკითხველისთვის საჭირო სხვადასხვა აქსესუარის შეძენა?

ჩვენს ერთ-ერთ პრივილეგიას ყოველთვის წარმოადგენდა და წარმოადგენს შეძენის პირობების სიმარტივე და ტექნიკური მხარე. პირველ რიგში, უნდა მოხდეს რეგისტრაცია (http://www.salesland.ge/), რის შემდეგაც ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სასურველი წიგნი თუ სხვა პროდუქტი. მომხმარებელს შეუძლია აქციები დაამატოს რჩეულ კატეგორიებში. ასე მათ შეუძლიათ მარტივად მოძებნონ სასურველი აქცია. მომხმარებელს ასევე შეუძლია საჩუქარი გაუკეთოს მეგობარს და ისარგებლოს ფუნქციით ”საჩუქარი მეგობარს”. ვებ-გვერდზე არსებობს კალათის ფუნქცია, რაც მომხმარებელს დამატებით კომფორტს უქმნის. კერძოდ რამდენიმე აქცია ერთი საკურიერო მომსახურების საფასურად 3 ლარად მიიღოს. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სასურველი გადახდის მეთოდი, ისარგებლოს საკრედიტო ბარათის მეშვეობით ან მომენტალური ჩარიცხვის ტერმინალებით გადახდის შემდეგ, ის ღებულობს ფასდაკლების კოდს ელ. ფოსტით და მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით.

M: ადგილზე მიტანის სერვისი გააქვთ?

ეს ჩვენი ერთ-ერთი დიდი პრივილეგია – მიტანის სერვისით უზრუნველყოფაა. მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია არჩევანის საშუალების არსებობა. ამიტომ, მათ ვთავაზობთ საკურიერო მომსახურებას ნებისმიერ მისამართზე თბილისის მასშტაბით. ასევე, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ჩვენი გაცემის წერტილის ექვსი მისამართიდან სასურველი და თავად მიაკითხოს შეძენილ შეთავაზებას. მალე გვექნება 9 გაცემის წერტილი მთელი ქალაქის მასშტაბით.

M: თქვენს ვებ-გვერდზე მხოლოდ ახალი წიგნების გაყიდვაა შესაძლებელი, თუ ანტიკვარი ან უბრალოდ ოჯახიდან გამოტანილი წიგნების გაყიდვაც? ვინც ათავსებს განცხადებას, მათ რა უნდა გააკეთონ?

ჩვენს ვებ-გვერდზე შეხვდებით უამრავი დასახელების და ჟანრის ძველი და ახალი გამოცემის წიგნებს. გვაქვს შემოთავაზება ანტიკვარულ წიგნებზე, რომელზე მოლაპარაკებაც მიმდინარეობს. სახლიდან გამოტანილი წიგნების განთავსება კი არ ხდება. თუნდაც, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ვერ იქნება იმ რაოდენობის, რაც მომხმარებლის დასაკმაყოფილებლად დაგვჭირდება. ამასთან ამის იურიდიულად მოწესრიგებაც რთული იქნება.

რაც შეეხება თანამშრომლობის პრინციპს, ეს ძალიან მარტივია. პირველ რიგში აუცილებელი პირობაა პარტნიორების მხრიდან საინტერესო წიგნებისა თუ აქსესუარების მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შემოთავაზება. ასევე, უცილებელია ხარისხი და აქტუალურობა. ჩვენს მომსახურებაში შედის პროფესიონალი ფოტოგრაფის მომსახურება. სურათს და დიზაინს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. მომხმარებელს არ აქვს პროდუქტთან პირდაპირი შეხება შეძენამდე. ამიტომ, მაქსიმალური წარმოდგენისთვის ვცდილობთ სრულად წარმოვაჩინოთ პროდუქტი.

M: ბოლო დროს აქტუალურია ინტერნეტ-რეკლამა. Salesland-ზე თუ არის შესაძლებელი, ვთქვათ, ბანერის განთავსება?

ბიზნეს პარტნიორებს ვთავაზობთ მრავალფეროვან და ეფექტურ სარეკლამო, მარკეტინგული მხარდაჭერის შესაძლებლობებს, რითაც წვლილი შეგვაქვს მათი ბიზნესის განვითარებაში. ჩვენი მთავარი დანიშნულებაც სწორედ ეს არის, შევქმნათ სარეკლამო არხი და ვიყოთ საიმედო ხიდი მომხმარებელთან დასაკავშირებლად.

კომპანია “სეილსლენდის” ოფიციალური ვებ-გვერდის გარდა, შეთავაზებების განთავსება (RSS სახით) “პალიტრა მედია ჰოლდინგის” 5 სხვა ინტერნეტ პორტალზე ხდება. ეს კი ჩვენ პარტნიორებს დამატებით სარგებელს, მომხმარებელთა ფართო აუდიტორიასთან წვდომის საშუალებას აძლევს.

დღეს, ადამიანები ინტერნეტში “ცხოვრობენ”, ისინი დროის უმეტეს ნაწილს სწორედ ინტერნეტ-სივრცეში ატარებენ, განსაკუთრებით კი სოციალურ ქსელში, ამიტომ ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ დამატებითი რეკლამირებისთვის ფეისბუქს. (https://www.facebook.com/salesland.ge?focus_composer=true&ref_type=bookmark), სადაც ხდება სეგმენტირება და შეთავაზებების მიზნობრივად გაზიარება, სქესისა და ასაკის მიხედვით.

კომპანია “სეილსლენდი” პარტნიორ კომპანიებს საშუალებას აძლევს არამხოლოდ ნაცნობი პროდუქტი წარადგინოს მომხმარებლის წინაშე, არამედ შეძლონ ახალი პროდუქტის პრეზენტაცია და მათი „გაპიარება“.

M: Salesland-ის სამომავლო გეგმები…

ჩვენი მთავარი ამოცანა მომხმარებლებისა და ბიზნეს პარტნიორების ნდობის მოპოვებაა. მომხმარებელს უკვე ვთავაზობთ ზაფხულში წასაკითხ ლიტერატურას. ძალიან ხშირად გვწერენ რეგიონებიდან და გვინდა ვუთხრათ და გავახაროთ ისინი, რომ სამომავლოდ აუცილებლად შევთავაზებთ ბევრ სიახლეს. კატეგორიებში ”სხვადასხვა” შემოგთავაზებთ ლიტერატურულ კაფეებში საინტერესო აქციებს. ასევე კომფორტულ ავეჯს, იმისთვის, რომ კითხვა კიდევ უფრო სასიამოვნო გახდეს. მალე, მომხმარებლის წახალისების მიზნით შეიქმნება ბონუსის სისტემა. დავასაჩუქრებთ ერთგულ მომხმარებლებს.

სამომავლოდ ელექტრონული კითხვის მოყვარულებს საინტერესო სიურპრიზს ვუმზადებთ. ვგულისხმობ ელექტრონული კითხვისთვის საჭირო მოწყობილობებზე დიდ ფასდაკლებას. სექტემბრის თვესთან დაკავშირებით სასკოლო აქსესუარებსა და საკანცელარიო ნივთებზე გაკეთდება დიდი აქცენტი და შევთავაზებთ მრავალფეროვან და კომპლექსურ აქციებს.

ბათუმის ლოგოს სამი განსხვავებული ვერსია! აირჩიე!

“ვაიმე” – ქართული რესტორანი მოსკოვში