17
Sep
2019

Salio-ს შთაბეჭდილებები Mad Cool Festival-იდან

17 Sep 2019

უკვე მეორე წელია, რაც Mad Cool Festival-ზე ქართველი შემსრულებელი იღებს მონაწილეობას. შარშან ფესტივალზე გამგზავრების შანსი ქართულ ჰიპ-ჰოპ ბენდს MokuMoku-ს მიეცა, წელს კი ეს საგზური Salio-ს ხვდა წილად, ორივე შემთხვევაში მსმენელის ჩართულობა აუცილებელი გახდა, ვინაიდან ფესტივალზე მოხვედრა მუსიკოსებისთვის ხმის მიცემის სისტემის მეშვეობით ხდებოდა.

Mad Cool Festival ყოველწლიურად ესპანეთში იმართება და მსოფლიოს პოპულარულ მუსიკალურ აქტებს მასპინძლობს. წელს ივლისში, მადრიდის მიმდებარედ თავი მოიყარეს სხვადასხვა ჰედლაინერებმა სხვადასხვა ჟანრიდან. Bon Iver, The Cure, The National და სხვა მრავალმა შემსრულებემა 50 სხვადასხვა ქვეყნიდან მსმენელს დაუვიწყარი მუსიკალური სანახაობა შესთავაზეს.

უყურეთ ვიდეოს სადაც Salio თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს ფესტივალიდან:

ვიდეო მომზადებულია Usmine.Ge-ს ფარგლებში, პირველი ონლაინ მუსიკალური არხი საქართველოში.



განხილვა