საქართველოში ბიზნესის ადმინისტრირების შესწავლის და ერთ-ერთ კერძო კომპანიის ფინანსურ განყოფილებაში მუშაობის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ რადიკალური ცვლილებები და იმ პროფესიის შესწავლა მჭირდებოდა, რომელიც ჩემი ინტერესის სფეროს უფრო ესადაგებოდა.
კვალიფიკაცია დიდ ბრიტანეთში ავიმაღლე და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მივიღე ჩემთვის ძალიან საინტერესო შემოთავაზება, სარეკლამო კომპანია „სტარკომ ჯორჯიაში“ მედია მენეჯერის პოზიციაზე.
გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარა „სტარკომის“ მსოფლიო მასშტაბის რეპუტაცია, ვინაიდან კომპანია 110 ქვეყანას აერთიანებს და ჩემთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებებზეა დაფუძნებული, როგორიც არის ადამიანის ინტერესების შესწავლა და ამ ინტერესებზე მორგებული პროდუქტის შეთავაზება.

სარეკლამო ბიზნესი არ არის მარტივად წარმართვადი პროცესი და მუდმივ განახლებას ექვემდებარება. შესაბამისად, ყოვლი კამპანიის დაგეგმვისას ხდება ყველა საჭირო ინფორმაციის მოპოვება, მისი ანალიზი, რელევანტური პლატფორმების შერჩევა, მედია დაგეგმარება და მედია შესყიდვა.
ამ პროცესებში ჩემი, როგორც მედია-მენეჯერის როლს წარმოადგენს მედია პროექტების კონცეპტუალიზაცია, მედია საშუალებების ექსპლუატაცია, კვლევა, განვითარება, ანალიზი.
„სტარკომ საქართველო“ ისეთი ცნობილი ბრენდების პარტნიორია, როგორებიც არის Lexus, Procter & Gamble, Visa და სხვა. გარდა თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის საინტერესო გარემოს შექმნისა, კომპანია ახერხებს მოერგოს ინტერესებს და შექმნას ისეთი ორგანიზაციული კულტურა, რომელიც განაპირობებს თანამშრომლების მაქსიმალურ ჩართულობას, ქმნის მოტივაციას და ავითარებს შემოქმედებითობას. ეს ყველაფერი კი საერთო იდეის რეალიზებას ემსახურება. სწორედ ეს განაპირობებს ბრენდსა და მომხმარებელს შორის სწორი კომუნიკაციის წარმართვასა და სასურველი შედეგების მიღწევას.
როგორც უკვე აღვნიშნე, სარეკლამო სფერო მუდმივად განვითარებადია, შესაბამისად, „სტარკომ საქართველო“ ყოველთვის ცდილობს შეიტანოს თავისი ინოვაციური როლი ამ პროცესებში, მოერგოს მიმდინარე სტანდარტებს და უფრო მეტიც, დაამკვიდროს ახალი ტენდენციები.
ბუნებრივია, მიმდინარე და სამომავლო პროექტებით, „სტარკომ საქართველო“ კვლავაც აქტიურად წარმოგიდგენთ სიახლეებს და მუდმივად იქნება თქვენი საიმედო პარტნიორი სარეკლამო სფეროში.
სალომე ბერძენიშვილი – „სტარკომ საქართველოს“ მედია მენეჯერი










