in

რეჟისორი სალომე კალანდია, Netflix-ისთვის, პიტერ ვებერთან ერთად სერიალს იღებს 

ქართველი რეჟისორი სალომე კალანდია, მედია პროვაიდერისთვის Netflix, ისტორიულ სერიალს იღებს. ის პროექტზე ცნობილ ბრიტანელ რეჟისორთან, პიტერ ვებერთან ერთად მუშაობს. პროექტის სათაური, ამ ეტაპზე (სამუშაო ვერსია), Kingdom of Fire არის.

BOG
BOG
სალომე კალანდიას ფოტო

„გადაღებები18 ოქტომბერს, ტუნისში დავიწყეთ და 20 კვირის განმავლობაში ვიმუშავებთ. შემდეგ კი Post Productions პარიზსა და ბერლინში გავაკეთებთ. გადამღებ ჯგუფში 500 ადამიანია. ფილმის ოპერატორი ნიკოლა პეკორინია, რომელმაც გადაიღო ტერი გილიამის Fear and Loathing in Las Vegas, მუშაობდა ბერნარდო ბერტოლუჩისთან ფილმებზე: Stealing beauty, The last emperor, The little Buddha“, – ამბობს სალომე კალანდია.

სერიალი ქართველ ბიჭზეა, რომელსაც მოიტაცებენ და კაიროში მამლუქად წაიყვანენ, ამბის თხრობა კი საქართველოდან იწყება. როგორც ცნობილია, მთავარ როლს ჰოლივუდში მოღვაწე ეგვიპტელი მსახიობი შეასრულებს და 50 ეპიზოდი იქნება.

პიტერ ვებერი და სალომე კალანდია თბილისის საერთაშორისო კინო ფესტივალზე შეხვდნენ. ქართველი რეჟისორი ისტორიული სერიალის გადაღების პროცესში, მისი დამხმარე (ასისტენტი) რეჟისორია.

„5 წლის წინ, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვმუშაობდი, სადაც ჟიურის წევრი იყო პიტერ ვებერი. ორჯერ  შემომთავაზა, მასთან ერთად ფილმზე მუშაობა, მაგრამ მაშინ ვერ წავედი. მესამე შეთავაზებას დავთანხმდი და დავიწყეთ კიდეც სერიალის გადაღება. პიტერ ვებერთან ერთად ფილმის გადაღებას საქართველოშიც ვგეგმავთ. ახლა იწერება სცენარი. ჯერჯერობით, სულ ეს არის, რაც ამ პროექტზე შემიძლია გითხრათ“, – ამბობს სალომე კალანდია.

სალომე კალანდიას ფოტო

სალომე კალანდიამ საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი დაამთავრა. იყო Tbilisi International Film Festival-ის გუნდის წევრი. ახლა თანამშრომლობს გამოცემასთან „თორმეტი“.

პიტერ ვებერი კი მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი რეჟისორია. მისი ერთ-ერთი პოპულარული ფილმია “GIRL WITH A PEARL EARRING” („გოგონა მარგალიტის საყურით”), სადაც მთავარ როლს სკარლეტ იოჰანსონი ასრულებს.

 

სარეკლამო ბაზარზე ახალი სააგენტო გამოჩნდა

Mercedes-Benz-მა პირველი ქალი მძღოლის მოგზაურობას რეკლამა მიუძღვნა