in

სიზმრისეული სამყაროს ძიება სალომე კეჩხუაშვილის ნამუშევრებში

სიზმრისეული სამყარო ის არის, რაც მუდმივად თანაარსებობს ჩვენ მიერ აღქმული რეალობის პარალელურად — თითქოს, ორი ცხოვრებით ვცხოვრობთ და ამ ორ მოცემულობას შორის გადებულ ხაზზე გავდივართ. არტისტებისთვის განსაკუთრებით ნაცნობია მსგავსი მდგომარეობა, ზოგიერთი კი თავის შემოქმედებას სწორედ ამ არაცნობიერში წარმოქმნილი სახე-ხატების გამოხატვას უძღვნის.

ასეთია ქართველი მხატვრისა და ილუსტრატორის, სალომე კეჩხუალიშვილის ნამუშევრებიც: „სხვადასხვა ინსპირაციის გარდა, ერთმანეთისგან განსხვავებულ ნახატებსაც კი ფონად გასდევს სიზმრისეული სამყაროს ხშირად ბურუსით მოცული აურა. ბურუსის მიუხედავად, ამ სამყაროში იკვეთება ემოცია, შეგრძნებები და გამოცდილებები. ამ აურის შესაქმნელად შთაგონებას მეტწილად საკუთარ სიზმრებსა და განცდებზე დაყრდნობით ვიღებ“.

ალბათ, ეს სიზმრისეული ხედვა ბავშვობიდან მოჰყვება — ბავშვური ხედვითა და ცნობისმოყვარეობით რომ იკვლევდა სამყაროს. თუმცა ამის პარალელურად, სხვა თემებიც იზიდავდა: „ბავშვობიდან მიზიდავს ვიზუალური ხელოვნება და გონებაში ჩავარდნის მომენტიდან მახსოვს ხელში ფანქარი. ბავშვობიდანვე ვხატავდი ყველაფერს, სხვადასხვა ნივთის ჩემთვის საინტერესო შეფუთვებს, გაგონილ ისტორიებს, პოლიტიკურ მოვლენებსაც კი ილუსტრაციებად ვაქცევდი და მათი ფურცელზე გაცოცხლებით ვირთობდი თავს“.

ბოლო დროს განსაკუთრებით დაინტერესდა პორტრეტის ჟანრით და ილუსტრაციით. სწორედ ამ კუთხით ეძებს ახლა თვითგამოხატვის ახალ ხერხებს, სხვადასხვა მასალით ატარებს ექსპერიმენტებს — ტრადიციული და ციფრული მხატვრობის სინთეზით იფართოებს შესაძლებლობებს. „ზოგადად ნებისმიერი ნახატის შექმნის პროცესი ჩემთვის თვითგამოხატვა, ემოციების ვიზუალიზაცია, ერთგვარი თერაპიაა“.

BMW-მ კანის კინოფესტივალზე ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი წარადგინა

ლიბერთის მხარდაჭერით, თბილისში SPORTFEST 2023 გაიმართა