in

როგორ შეუძლიათ ქართულ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლა?

მარკეტერის პოდკასტის სტუმარია სალომე კუკავა, Globalize-ის დამფუძნებელი. იგი მსმენელს მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას უზიარებს, როგორც საკუთარი გამოცდილების შესახებ „გლობალაიზის“ შექმნის კუთხით, ისე ქართული სტარტაპების გლობალურ ბაზარზე გასვლის შესაძლებლობებზე. ასევე, მოისმენთ, როგორია ე. წ. ენჯელ ინვესტორების როლი სტარტაპების განვითარებაში.

„ვინც კარგ საქმეს აკეთებს სტარტაპების მხარდასაჭერად, ყოველთვის ვიქნები მათ გვერდით და მხარს დავუჭერ, როგორც შემიძლია. მგონია, რომ ეს კულტურა უნდა დავნერგოთ, ჩვენი გამოცდილება და კონტაქტები სტარტაპ ეკოსისტემას დავახმაროთ“, — ამბობს სალომე.

გლობალაიზი არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ქართულ სტარტაპ და ბიზნეს იდეებს, საექსპორტო პროდუქტებს და სერვისებს საერთაშორისო ბაზრებზე გაიტანს. კომპანია სტარტაპების წინაშე არსებული წინაღობების დაძლევისა და ქართული ბიზნესის გლობალურ ბაზრებზე გასვლის ხელშეწყობისთვის შეიქმნა.

ჰაინეკენის უალკოჰოლო ლუდი უკვე საქართველოშია!

ახალი რობოტული თითის შესაქმნელად ადამიანის კანი გამოიყენეს