6
Apr
2017

სალომე ლილუაშვილი – #პირველისამსახური

6 Apr 2017

მეცხრე კლასში ვიყავი, როდესაც მამის „თანაშემწედ“ დავიწყე მუშაობა. მამა ლექტორი იყო. სახლში სტუდენტების კოლოქვიუმები მოჰქონდა დასამუშავებლად. ერთხელ შემომთავაზა, გადახედე და სინტაქსური და პუნქტუაციური შეცდომები მონიშნეო. დიდი ენთუზიაზმით ვასწორებდი სტუდენტების ნაშრომებს. მოგვიანებით მივხვდიამ მეთოდით ჩემს ცოდნას აღრმავებდა და ძირითად უნარებს მიმუშავებდა. მოგვიანებით მისივე სამეცნიერო ნაშრომის კორექტურა შემომთავაზა, რომელიც წიგნად უნდა გამოეცათ, რაც დიდ მიღწევად ჩავთვალე. მაშინ ჰონორარზე ლაპარაკიც არ ყოფილა. სხვათაშორის, არასდროს ჩამინაცვლებია ერთი სამსახური მეორით მაღალი ხელფასის გამოპრიორიტეტი მხოლოდ ის სივრცეა, სადაც სამომავლოდ უკეთესი კარიერული პერსპექტივებია.

mBank QR

სტუდენტობის პირველივე კურსზე წერა დავიწყე ახალგამოცემულ ჟურნალში. ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი სამსახურებრივი გაწბილებაჟურნალი დაიხურა და ლამის 6 თვიანი მუშაობის შემდეგ 40 ლარით დააპირეს ჩემი გამოსტუმრება. რასაკვირველია, თანხა არ ამიღია. ჩემს თავზე ვბრაზობდიგამოუცდელობამ და საკუთარი შრომითი უფლებების არცოდნამ ჩამაგდო ამ მდგომარეობაში

ეს გაწბილება დიდი გამოცდილება აღმოჩნდა. მთავარი ვისწავლე –  რასაც უნდა აკეთებდე, უნდა შეგეძლოს შენი უფლებების დაცვა. ამისთვის კი უნდა იცნობდე კანონს, რომელიც გიცავს. უნდა კითხულობდე ყველა კონტრაქტს, რასაც ხელს აწერ და პრობლემებიც ნაკლები გექნება

პირველი სამსახური ოფიციალური ხელფასით 17 წლის ასაკში დავიწყე. არავითარი რეზიუმეს გაგზავნა. მივედი კონკრეტული იდეებით, დირექტორთან შეხვედრა მოვინდომე და თავი წარვუდგინე. ვუთხარი, რომ არ მქონდა შესაბამისი გამოცდილება. მან შანსი მომცა, მემუშავა. ახლა ცოტა მრცხვენია იმ თავდაჯერებულობის და გაურკვეველი ამბიციების გამო, რომელიც მაშინ მქონდა. თუმცა, დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ვერასდროს, ვერავინ გაგიწევს ისეთ რეკომენდაციას, როგორიც შენ შეგიძლია გაუწიო საკუთარ თავს. ასე მოვხვდიპალიტრა მედიაში“, გაზეთკვირის პალიტრაში“. მქონდა ჩემი რუბრიკა და ვაკეთებდი პორტრეტებს საინტერესო ადამიანების შესახებ. ყოველგვარი ჩამოწერილი კითხვების და შაბლონების გარეშე,  დავსხდებოდით და ვიწყებდით საუბარსყველაფერზე. ვლაპარაკობდით იქამდე, ვიდრე არ ჩავთვლიდი, რომ ეს პიროვნება დავინახე იმ რაკურსში, რომ მის შესახებ საინტერესო მასალა მომემზადებინა. ეს იყო ძალიან მაგარი გამოცდილება, რომელიც დროთა განმავლობაში თვისებად ჩამომიყალიბდა მცირე დროში დავამყარო განსხვავებული ფსიქოტიპის ადამიანებთან კომუნიკაცია ისე, რომ დისკომფორტი არ შევუქმნა და მეც კომფორტი შევიქმნა.

ეს იყო სტარტი. მას შემდეგ ბევრი ეტაპი გავიარე – ვიყავი რადიოწამყვანი, ივენთმენეჯერიც, ტელევიზიაში სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობდი. თუმცა, ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას არსებობს ძირითადი ფაქტორი, რომლის გარეშე ვერც პროფესიონალად ჩამოყალიბდები და ვერც მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევ – იმ საქმის სიყვარული, რომელსაც კონკრეტულ ეტაპზე აკეთებ.  
სალომე ლილუაშვილი –სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2” , “მედია1”-ის და “ნოვა ფროდაქშენსის” გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი.

განხილვა