21
Nov
2018

PR სპეციალისტი სალომე სიხარულიძე TS Holding-ის გუნდს შეუერთდა

21 Nov 2018

PR  სპეციალისტი სალომე სიხარულიძე საინვესტიციო კომპანია TS Holding-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი გახდა. TS Holding წარმოადგენს საინვესტიციო და დეველოპერთა ბიზნეს ჯგუფს რომელიც აერთიანებს 20-ზე მეტ შვილობილ/აფილირებულ კომპანიას. სალომე, ამ ეტაპზე, TS Holding-ის ორი შვილობილი კომპანიის პიარზე მუშობს. “TS ჰოლდინგი” მისთვის ახალი სფერო და საინტერესო გამოწვევაა…

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

 

M: რამდენად განსხვავებულია TS Holding-ის სამუშაო სპეციფიკა იმ გამოცდილებისგან, რაც წლების განმავლობაში დააგროვე?

საინვესტიციო ბიზნესი ჩემთვის ახალი და საინტერესო მიმართულებაა.  სფერო სრულიად განსხვავებულია, რადგან TS Holding ნიშური ბიზნესია და შესაბამისად, სპეციფიკურ სტრატეგიას და დაგეგმარებას მოითხოვს. ბალნეოსერვისი წყალტუბო არის უნიკალური ადგილი მისი ისტორიით და ადგილმდებარეობით, წყალტუბო გამოირჩევა რადონული მინერალური წყლებით რაც მას განსაკუთრებულ ღირსებას სძენს.

წყალტუბო ისტორიული ადგილია, რომელსაც გაფრთხილება და შენარჩუნება სჭირდება, ამავდროულად, გონივრულად გათანამედროვებული სერვისი და გარემოც უნდა შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს, სადაც არა მხოლოდ სამკურნალოდ არამედ გასაჯანსაღებლად და დასასვენებლად ჩამოვლენ.

ელექტროაქტივირებული წყალი „ელექსირი“ კი არის სრულიად ახალი მაღალტექნოლოგიური ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც გამოიყენება ადამიანის, ცხოველების, ფრინველების, მცენარეების, ჰიგიენის, სანიტარიზაციის და დეზინფექციისთვის. ასევე, „ელექსირის“ ფერმერისთვის პროდუქტის შეთავაზებით მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს მათ მიერ მიღებული პროდუქციის ხარისხი და რაოდენობა.

M: გეგმავ, მნიშვნელოვნად შეცვალო პროექტების საკომუნიკაციო გეზი?

გეგმები დიდი გვაქვს. გვინდა წყალტუბო განვითარდეს როგორც კურორტი და არა მხოლოდ ბალნეოსერვისი, ჩვენ ამაში ვხედავთ ჩვენს მისიას.  ჩემი საკომუნიაკციო სტრატეგიაც აქედან გამომდინარეობს. მიმართული ვარ იდეისკენ, რომ ბიზნესი უნდა ემსახურებოდეს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვას, ჩვენ ვქმნით მომგებიან პროდუქტსა და მომსახურებას ჩვენი ქვეყნისთვის.

განხილვა