„თვითგანვითარების დღიურების“ ამ სერიით, საგანმანათლებლო მარკეტფლეისი UpWay ახლის სწავლისა და განვითარების მნიშვნელობას გვახსენებს. თვითგანვითარების სურვილი ის გამწევი ძალაა, რომელიც რაღაც ახლის შეცნობისკენ გვიბიძგებს ხოლმე. უწყვეტი თვითგანვითარება პროფესიონალების ხელწერაა. ასეთია სალომე სულავას შემთხვევაც. როგორც თავად ამბობს, ორი კულტურის შვილია, რომელთა შერწყმაც პროფესიაში გადაწყვიტა. Luxury და B2B გაყიდვებში 10-წლიანი გამოცდილება დააგროვა, თანაც ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა Balenciaga, Chloe, Christian Dior და სხვა. სტატეგიული კომუნიკაციის პროფესიას Université Côte d’Azur-ში დაეუფლა, ფინანსებსა და მენეჯმენტს – ნიცაში, ISEM-ში. დღესდღეობით, Deal Company-სა და Film Collectiv-ის თანადამფუძნებელი და დირექტორია და თავისი კურსანტების გარდა, ამჯერად, ჩვენ გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას თვითგანვითარებასთან დაკავშირებით.
რაღაც ახალი რომ მაქვს სასწავლი, ამ აზრამდე მივსულვარ ისეთ მომენტებში, როდესაც მიზნისთვის ჯერ არ მიმიღწევია და სირთულეს ვაწყდები. ასევე მომენტებში, როდესაც მიზანს მივაღწიე და ამის შედეგად, მოლოდინის სიხარული გამიქრა. ცხოვრების ყველა ეტაპზე, სხვადასხვა მიზეზითა და ფორმით მივდივარ ამ აზრამდე. თუ ჯერ კიდევ ცხოვრობ, ნიშნავს, რომ კიდევ გაქვს სასწავლი.
რისი შესწავლის გადაწყვეტილება აღმოჩნდა შენთვის ყველაზე სწორი? თუ ამ კითხვას გულწრფელად ვუპასუხებ, ვერ ვიტყვი რომ გამორჩევა სწორად მიმაჩნია, რადგან ეს ბედნიერების კლასიფიცირებას ჰგავს. ეს კი ობიექტურად შეუძლებელია.
მთლიანობაში შეგრძნება ყოველთვის ერთია. რაიმეს შესწავლა, ახალი უნარის ათვისება ყოველთვის სასარგებლოა. რაღაც ასაკში შეიძლებოდა მეფიქრა, რომ ენების პატარა ასაკიდან სწავლა იყო ყველაზე დიდი შესაძლებლობის მომცემი, ან მარკეტინგის, გაყიდვებისა და კომუნიკაციის უნარების ათვისება იმ სივრცეში, სადაც ეს ყველაზე უკეთ გამოსდით. დღევანდელი გადმოსახედიდან, მიწევს იმის ხაზგასმა, რომ პრფესიული ხედვის ჩამოსაყალიბებლად თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ელემენტარული ნიუანსი, ასევე, ამა თუ იმ საკითხის, ანდა უნარის მთელი სპექტრი და სიღრმე. ცხოვრებაში და მათ შორის, პროფესიულ ცხოვრებაში ყველაფერი თანაბრად მნიშვნელოვანია, თუ სწორ დასკვნებს გამოიტან. ამ უკანასკნელ უნარს კი გამოცდილება აყალიბებს.
ბოლოს სილვას მეთოდით დავინტერესდი და შევისწავლე. სილვას მეთოდი არის თვითდახმარებისა და პიროვნული განვითარების პროგრამა, რომელიც შეიქმნა ხოსე სილვას მიერ 1960-იან წლებში. იგი შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს ადამიანებს გააუმჯობესონ გონებრივი შესაძლებლობები, შეამცირონ სტრესი და გააძლიერონ საერთო კეთილდღეობა. სილვას მეთოდი ეფუძნება წინაპირობას, რომ ყველას აქვს უნარი გამოიყენოს თავისი გონების სრული პოტენციალი. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ტექნიკას და სავარჯიშოებს ამ მიზნების მისაღწევად. სილვას მეთოდს იყენებს მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში და ინტეგრირებულია პიროვნული განვითარების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ბიზნესში, სპორტში, განათლებაში და სხვა.
აკუთარი ცოდნის სხვებისთვის გაზიარება, ჩემი ცხოვრებისეული ფუნქციის შესრულებას ნიშნავს. პირველ რიგში, თავად პროცესით სიამოვნების მიღების უნარია. როდესაც შედეგი არის უბრალოდ ლოგიკური და აქცენტი გაკეთებულია ყოველდღიურ რუტინაში იმაზე, რაც შეიძლება უფრო საინტერესო და შედეგად – მეტად სასურველი გახდეს და როდესაც ეს შესაძლებელია, ადამიანი პროფესიულ შედეგს თავისთავად აუმჯობესებს. მნიშვნელოვანი, ობსესიის გაჩენის უნარია. ჩვენ ადამიანებს დავაინტერესებთ იმით, რის კეთებაც თავად მოსწონთ. ჩვენთან ურთიერთობის შემდეგ, ისინი ან შეიცვლიან სფეროს, ან შეიყვარებენ. ვფიქრობ, ცხოვრება არ უნდა გადადო. უბრალოდ, არსებობა საკმარისი არ არის. შენში სიახლის შემოტანა ყოველთვის საინტერესო გამოწვევაა, ამიტომაც ავირჩიე UpWay, სადაც ჩემი სასწავლო კურსი არის ხელმისაწვდომი.
არ გადადო თვითგანვითარება, აღმოაჩინე 300-ზე მეტი კურსი საუკეთესო სკოლებისგან UpWay-ზე. რუბრიკის წარმდგენია UpWay – კურსების პირველი მარკეტფლეისი, რომელიც აერთიანეაბს კურსებს ტექნოლოგიების, ბიზნესის, მარკეტინგის, ჰობის და ბავშვების განვითარების მიმართულებით.