in

„Starcom Georgia-ში სამსახურის დაწყების პირველივე დღიდან დღემდე ვგრძნობ, როგორ პროგრესს განვიცდი“ – სალომე უგრეხელიძე

პასუხისმგებლიანი კომპანიები დიდ ყურადღებას აქცევენ თავიანთი გუნდის წევრებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას, სადაც თანამშრომლებს ზრდისა და განვითარების საშუალება მიეცემათ. მათ რიცხვს მიეკუთვნება მედია სააგენტო Starcom, რომელიც Publicis Groupe-ის საერთაშორისო ქსელის საამაყო ნაწილია. სტატიების ამ სერიაში გიამბობთ Starcom Georgia-ს გუნდზე, რომელიც არაერთ სპეციალისტს აერთიანებს. ამჯერად, სალომე უგრეხელიძეს გაგაცნობთ, სთარქომ საქართველოს ჯუნიორ მედია მენეჯერს.

M: მიმოვიხილოთ, როგორ დაიწყო თქვენი კარიერული გზა და როგორ განვითარდა?

უნივერსიტეტში ჩაბარებისას, ჩემი ინტერესების სფერო ჩემი ამჟამინდელი პროფესიისგან სრულიად განსხვავებული იყო. დავამთავრე ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტი, მაგრამ მოგვიანებით აღმოვჩნდი ერთ-ერთ კომპანიაში სადაც მარკეტინგის დეპარტამენტში გავიარე სტაჟირება, და მივხვდი რომ სწორედ ეს იყო საქმე, რომლის კეთებაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. მივხვდი, რომ ეს სფერო ძალიან მაინტერესებდა და სწორედ აქ ვხედავდი ჩემს განვითარებას.

M: როგორ შედგა თქვენი თანამშრომლობა Starcom Georgia-სთან?

Starcom-ში სტაჟირებით დავიწყე. ჩემი მიზანი, მაგისტრატურაზე ჩაბარებამდე, ცოდნისა და გამოცდილების დაგროვება იყო. იქიდან გამომდინარე, რომ Starcom საერთაშორისო ბრენდია, მის შესახებ მსმენოდა და ძალიან დიდი სურვილი მქონდა, სწორედ აქ გადამედგა პირველი კარიერული ნაბიჯები. სამსახურის დაწყების პირველივე დღიდან დღემდე ვგრძნობ, როგორ პროგრესს განვიცდი, რაშიც Starcom-ის უძლიერესი და შეკრული გუნდი მეხმარება.

M: როგორ განვითარდა თქვენი საქმიანობა სტარკომში მისვლიდან დღემდე?

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Starcom-ში მისვლისას ჩემი ცოდნა და უნარები დღევანდელთან შედარებით, ბევრად ნაკლები იყო. კომპანია და მისი მენეჯმენტის გუნდი მაქსიმალურად მეხმარება ცოდნის გაღრმავებაში, კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში, რაც უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს.

M: რა არის ის ღირებულებები, რამაც კომპანიასთან თანამშრომლობა გადაგაწყვეტინათ?

Starcom-ის გარემო და გუნდი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რაც კომპანიაში მუშაობას კიდევ უფრო სასიამოვნოსა და მარტივს ხდის. თავისუფალი გარემო და პროფესიონალი თანამშრომლები მიქმნიან განცდას, რომ ნებისმიერი სირთულის გადალახვა შესაძლებელია. Starcom-ის გლობალურობა კი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მმატებს სიამაყის შეგრძნებას, რომ ვარ ისეთი ძლიერი კომპანიის წევრი, რომელიც Publicis Groupe-ის ერთ-ერთი გამწევი ძალაა.

M: რას ნიშნავს თქვენთვის ეს საქმე და ამჟამინდელი როლი ორგანიზაციაში?

პირველ რიგში, მთავარი ღირებულება იმ საქმის სიყვარულია, რასაც აკეთებ. კომპანია მაძლევს პროფესიული წინსვლის საშუალებას, შესაძლებლობას ვითანამშრომლო ისეთ მსხვილ კომპანიებთან, როგორებიცაა: P&G, VISA, Lexus და სხვა. ეს ყველაფერი ერთად კი მაძლევს შესაძლებლობას განვვითარდე როგორც პროფესიულად ასევე პიროვნულად.

M: როგორ გეხმარებათ კომპანია პროფესიულ/პერსონალურ განვითარებაში?

Starcom-მა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემს განვითარებაში. იქიდან გამომდინარე რომ კომპანიაში მისვლისას არ ვიყავი დარწმუნებული პროფესიის არჩევანში, Starcom-მა დამარწმუნა, რომ სწორ ადგილას ვარ და მარკეტინგი სწორედ ის სფეროა, რომელიც არასოდეს მომბეზრდება და შესაძლებლობებიც არასდროს იქნება შეზღუდული.

სალომე უგრეხელიძე – Starcom Georgia-ს ჯუნიორ მედია მენეჯერი

ცემენტის ახალ ვერსიას ენერგიის შენახვა შეუძლია! — MIT

საქართველოს ბანკის ბრენდ მარკეტინგს მარიამ ცანავა უხელმძღვანელებს