10
Nov
2016

სალსას გაკვეთილები Chanel–ის მოდელებისგან – ბრენდის კუბური კოლექცია

10 Nov 2016

Elit Electronics


მუსიკა, ფერები, სალსა… დიახ, ეს კუბაა! ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა თავისი ტემპერამენტით, ისტორიითა და თანდაყოლილი ცეკვის ნიჭით. მრავალი წლის განმავლობაში, ჩაკეტილი საზღვრების მქონე სახელმწიფო ნელ–ნელა უწყობს ფეხს თანამედროვე მსოფლიოს რიტმს. ცოტა არ იყოს, რთულია მოარგო უკვე არსებული მოდური ტენდენციები ისეთ ეგზოტიკურ და უჩვეულო ქვეყანას, როგორიც კუბაა. 

კუბათი შთაგონებულმა Chanel-მა ახალი კოლექცია შექმნა, რომელიც ადგილობრივ მოტივებზეა შექმნილი. ფერების საოცარი შეხამება, ყვავილები, თავისუფალი ფორმები, დამახასიათებელი აქსესუარები და საცეკვაოდ კომფორტული, ულამაზესი ფეხსაცმელი, ბრენდის შემოქმედება ძალიან მრავალფეროვანია. კოლექციისთვის ვიდეორგოლიც, რა თქმა უნდა, უშუალოდ კუბაში გადაიღეს. Chanel–ის ცნობილი მოდელები კუბურ კაფეებში სალსას ხელოვნებას ეუფლებიან და მაყურებლებსაც სთავაზობენ ცეკვის არაჩვულებრივ გაკვეთილებს.

 

ქვეყანაში, სადაც თუნდაც, სტილის კულტად, ცნობილი რევოლუციონერი ჩე გევარა ითვლებოდა, Chanel–ი ადგილობრივ ტენდენციებს თანამედროვე მოდას უხამებს და საბოლოო ჯამში, საოცარ კოლექციას ქმნის, ისეთი თავისუფალი და მრავალფეროვანი ხასიათით, როგორიც ეს ადგილი და აქ მცხოვრები ხალხია.

განხილვა