in

ავსტრალიური მარილის ტბების საიდუმლო [ფოტოსერია]

დასავლეთ ავსტრალიაში, უძველეს სამდინარო სისტემასთან ათასობით მარილის ტბა მდებარეობს. ეს მიდამო მილიონობით წლის განმავლობაში ფორმირდებოდა, კლიმატისა და გეოლოგიის ურთიერთქმედებით. ნალექის შემცირების შემდეგ, მდინარის კალაპოტმა შრობა დაიწყო და ნარჩენებით აივსო. შემდეგ, საქმეში ქარი ჩაერთო და ამ ყველაფრისგან მარილის ტბები გამოძერწა, რომლებიც წლის უმეტესი დროის განმავლობაში, კვლავაც მშრალად რჩებოდა. როდესაც ნალექი მოდის, ტბა ივსება და მდინარის სისტემა კვლავაც იწყებს ფუნქციონირებას. ფოტოსერიაზე ფოტოხელოვანმა ტომ ჰეგენმა იმუშავა.

BOG
BOG

„გადმოწერე, DADE, გაყიდე“ – ახალი ქართული პლატფორმა ელ. კომერციის მიმართულებით

დარეჯან მალაღურაძე – #პირველისამსახური