როგორ ხდება, რომ კამპანიები, რომლებზეც უამრავი თანხა იხარჯება, ზოგჯერ შეუმჩნეველი რჩება საზოგადოებისთვის? პოპულარობის თვალსაზრისით ძალიან ცოტას აღწევს და ხშირად დაბალბიუჯეტიანი კონტენტიც კი მეტ ჩართულობას იმსახურებს…
ამის საპირისპიროდ, ტიკტოკის აქტიური მომხმარებლები შეამჩნევდნენ, როგორ ვირუსულად გავრცელდა ფილმ Saltburn-ის კადრები და რამდენად დიდი გამოხმაურება დაიმსახურა ხალხის მხრიდან. არადა, ოსკარის არცერთ ნომინაციაში არ მოხვედრილა — მიუხედავად ამისა, თუ სოც.მედიაში მოპოვებული პოპულარობით და გამომუშავებული თანხით ვიმსჯელებთ, მან ისედაც დაიმკვიდრა ადგილი თანამედროვე კულტურაში.
კინოკრიტიკოსმა სიმრან ჰანსმა მსგავსი გამოხმაურების მიზეზი მარტივად ახსნა: „ფილმი ისეთი მომენტებითაა გაჟღენთილი, რომელთა მიმებად ქცევაც შეიძლება. ცალკეულ ფრაგმენტებადაც შეიძლება გამოყენება, სხვადასხვა კონტექსტზე მორგებით. შეიძლება ითქვას, მთელი სიუჟეტი სცენების სერიის გარშემოა აგებული, რათა შემდგომში TikTok-ზე მორგებულ კონტენტად დანაწევრებულიყო“.
ცხადია, Saltburn-ისთვის დამახასიათებელი ეროტიკული სცენები რაღაც სიახლეს არ წარმოადგენდა. მთავარი თანამედროვე, სოც.მედიასთან შესაბამის კონტენტზე ფიქრი იყო. ამის გათვალისწინებით, სარეკლამო კამპანიებზე მსჯელობაც შეგვიძლია — შეიძლება, რეკლამაზე მუშაობისას ერთი გუნდი ინტერნეტ სივრცეში გასაზიარებელ კადრებზე ზრუნავდეს. როგორც არაერთი მაგალითი მოწმობს, საბოლოო პროდუქტს დიდი ჩართულობა რომც არ მოჰყვეს, სწორად შერჩეული მომენტების სოც.მედიაში გაზიარება ეფექტური იქნება.
თუ გვინდა, რომ მეტმა ადამიანმა ისაუბროს ბრენდზე, თანამედროვე ტენდენციების შესაბამისი იდეები გვჭირდება. ამავდროულად, ახლებურ პრიზმაში უნდა წარმოვადგინოთ — თუკი Saltburn ტიკტოკის ფორმატის კონტენტად გადანაწილდა და ასე მოიპოვა პოპულარობა, სხვა ფილმებს თუ კამპანიებსაც აქვს მსგავსი შედეგის მიღების შანსი.
წყარი: The Drum