in

სალვადორ დალის აქამდე უცნობი ცვილის სკულპტურა გამოჩნდა

სალვადორ დალის მიერ შექმნილი ქრისტეს ცვილის ფიგურა სრულიად მოულოდნელად, თითქოს, ჰაერიდან გამოჩნდა. სიურრეალისტმა ეს ნამუშევარი 1979 წელს შექმნა, თუმცა ამ დრომდე მიაჩნდათ, რომ ხელოვანმა ის უშუალოდ შექმნის პროცესშივე გაანადგურა. ახლა კი სკულპტურა მაუის ჰარტის საერთაშორისო გალერეამ შეიძინა.

როგორც გალერეა იტყობინება, დაკარგული ცვილის ფიგურას მხატვართან დაახლოებული კერძო კოლექციონერი ინახავდა. მის იდეალურ მდგომარეობაში შენახვასა და მოვლაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ დღემდე სკულპტურა დღემდე პლექსიგლასის თავდაპირველ ყუთშია მოთავსებული, რომელზეც თავად დალი იყო გამოსახული.

„დალიმ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ნამუშევარი მრავალი წლის განმავლობაში ხელუხლებელი და კარგად შემონახული ყოფილიყო“, — ამბობს გალერეის წარმომდგენელი.

ცხადია, ხელოვნების ნიმუშის შესამოწმებლად, გალერეამ კონსულტაცია გიარა დალის ცნობილ მკვლევართან, ნიკოლს დეშარნესთან. ასევე, მიმართეს იკონოგრაფიის ექსპერტ კარლოს ევარისტოს, ნაწარმოების ავთენტურობის დასადასტურებლად.

დალის 118-ე დაბადების დღის აღსანიშნავად, ჰავაის გალერეამ საზოგადოებას პირველად წარუდგინა ცვილის ფიგურა. ARTnews-ის თანახმად, ქანდაკება 10-დან 20 მილიონ დოლარამდეა შეფასებული, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა „ცვილის ნაჭრისთვის“.

ბაზარს ორბელიანზე დღეიდან ახალი გენერალური მენეჯერი, ვერი ტაბიძე უხელმძღვანელებს

Heinz კეტჩუპის პირველ ქაღალდის ბოთლს ქმნის