ცნობილი სიურრელისტი მხატვარი – სალვადორ დალი, 50 წლის ასაკში კამერას ამოფარებული მეგობრის გართობას, სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს. 2-წუთიან ფილმში კომიკური სცენებია ასახული, სადაც დალი პატარა კნუტთან და ცხოველის თავის ქალასთან ერთად ჩნდება. Salvador Dalí Home Movie – სალვადორ დალის საშინაო ფილმი, 1954 წელს, ესპანელი მხატვრის ვილაზე, პორტლიგატშია გადაღებული. ფილმი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (MoMa) ვირტუალური გამოფენის ნაწილია. ის ცხრა ნამუშევრისგან დაკომფლექტებულ კოლექციას განეკუთვნება, სახელწოდებით – „Private Lives Public Spaces“.