რეკლამა ხელოვნებაა და თუ ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება შეუძლია სალვადორ დალი გაიხსენოს, რომელიც რეკლამებს თვითონ აკეთებდა და მონაწილეობასაც იღებდა.
სალვადორ დალის შემოქმედებამ დიდი ზეგავლენა მოახდინა თანამედროვე რეკლამის ტექნოლოგიაზე. ასი წლის შემდეგაც დალი ახალი რეკლამების შექმნაში მონაწილეობს. სწორედ მის “პერსონაჟის შეთხზვის მეთოდებს” მიმართავენ კრეატორები, როდესაც რეკლამისთვის პერსონაჟი იქმნება.
სალვადორ დალი, როგორც კრეატორი
ღვინო Chateau Mouton Rothschi იაფი ნამდვილად არ ღირს. მის ფასზე და იმიჯზე ღვინის ხარისხის გარდა ეტიკეტი მოქმედებს. Chateau Mouton Rothschi ეტიკეტზე ცნობილი მხატვრები მუშაობდნენ: პაბლო პიკასო, ვასილი კანდინსკი, მარკ შაგალი, სალვადორ დალი და ა.შ.
დალის ნამუშევარი
მაესტროს ყველაზე ცნობილ ნამუშევრად ისევ და ისევ ჩუპა-ჩუპსის ლოგო რჩება. ჩუპა-ჩუპსის დამაარსებელმა დალის “ნაცნობობით” სთხოვა ლოგოს შემუშავება 1969 წლიდან ლოგომ მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები გაიარა
სალვადორ დალის ეკუთვნის 1969 წლის ევროვიზიის სცენის დიზაინი, ლოგო და პოსტერები. სურეალისტის მონაწილეობა არ შეიძლებოდა არ ასახულიყო ევროვიზიის მსვლელობაზე. 1969 წელი იყო ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც პრიზი ერთდროულად ორმა ქვეყანამ მიიღო.
და ბოლოს, სალვადორ დალიმ რამოდენიმე რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. მათ შორისაა Alka-Seltzer-ის რეკლამა, რომელიც სალვადორ დალის მონაწილეობით ყველაზე ცნობილ რეკლამად ითვლება.
რა თქმა უნდა დრო იცვლება და მასთან ერთად ვიზუალიც. რაც 50 წლის წინ ნოვატორული იყო და კრეატიულად ითვლებოდა, დღეს შეიძლება ცოტა სასაცილოდაც ჩანდეს, მაგრამ უცვლელი რჩება თხზვის და შექმნის პრინციპები, რომლის მაგალითებს სალვადორ დალისგან და სხვა გენიალური ადამიანებისგან ვიღებთ.
სალვადორ დალი არასდროს ღალატობდა თავის პრინციპს “მხატვრის ხელებმა ოქრო უნდა გამოიმუშაონ”. ალკა-ზელცერის რეკლამის ერთ წუთში დალის ჰონორარი 10.000 დოლარი იყო.