სალვადორ დალის არაამქვეყნიური ხედვა ტილოს სცილდება და პირდაპირ თქვენს ხელებში შეიძლება, მოხვდეს, რადგან CASETiFY-მ სიურრეალისტური ხაზი გამოუშვა. Salvador Dalí x CASETiFY Collection დალის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს ხელახლა წარმოიდგენს ტელეფონების, პლანშეტების, ჭკვიანი საათებისა და ლეპტოპებისთვის. მათ შორისაა, სალვადორ დალის ცნობილი ჩამომდნარი საათი The Persistence of Memory (1931), რომელმაც ამჯერად ტელეფონის ჩასადებისა და სამაჯურების ფორმა შეიძინა:
კოლექციის კიდევ ერთი საოცარი აქსესუარი The Eye of Time (1949) გახლავთ, თვალი, რომელიც ტელეფონის საკიდად იქცა:
აქ არც ტუჩები დავიწყებიათ — The Face of Mae West Which May Be Used as a Surrealist Apartment (c. 1974) AirPods-ისა და iPhone-ის ჩასადების ფორმას იძენს:
დალის ნამუშევრები გამორჩეულად არის ასახული პლანშეტებისა და ლეპტოპების გარეკანზეც, მათ შორისაა: The Corpuscular Persistence of Memory (1952-1954), Galatea of the Spheres (1952) და Project for ‘As You Like It’ (1948). თითოეული მიზნად ისახავს, სალვადორის მშვენიერი სულისკვეთება ასახოს და მომხმარებელს საშუალება მისცეს, სიურრეალიზმი თავისსავე ჯიბეში ჩაატიოს:
Salvador Dalí x CASETiFY-ის კოლექცია CASETiFY-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.