in

Salvatore Ferragamo ახალ ლოგოს აქვეყნებს

Saint Laurent-იდან დაწყებული, Margiela-მდე, მოდის სახლები თავიანთი იდენტობისთვის დამფუძნებელთა სახელებს იყენებენ. ახლა კი შემოქმედებით ხელმძღვანელს მაქსიმილიან დევისს Salvatore Ferragamo-ს ახალ ეპოქაში სრული რებრენდირებით მივყავართ. იგი უფრო მარტივ ლოგოს წარმოგვიდგენს და ეს უბრალოდ Ferragamo იქნება. დიახ, დამფუძნებლის სახელის გარეშე.

განახლებულ ემბლემას კი წითელ ფონზე შავი ასოებით ნახავთ. იგი Salvatore Ferragamo-ს ხელმოწერის მიხედვით ცნობილმა გრაფიკულმა დიზაინერმა პიტერ სავილმა შექმნა, შემდეგ კი ტიპოგრაფიად გადააქცია. კომპანიის ფლორენციული ფესვების გამო სავილმა კლასიკური შრიფტი აირჩია, რომელიც რენესანსის მხატვრების ქვის წარწერებს მოგაგონებდათ, შემდეგ კი მას უფრო თანამედროვე სახე მისცა, რაც უკვე კომპლექსურ ბალანსსა და სრულყოფილ ფერაგამოს მახასიათებლებს იზიარებდა. 

მაკრო გობეტის, Ferragamo-ს აღმასრულებელი დირექტორის, თქმით, ახალი ლოგოტიპი Maison-ის წარსულსა და აწმყოს გადმოგვცემს, რომელიც ახალი ეპოქისკენ მიისწრაფვის… 

საინტერესოა ისიც, რომ Ferragamo-ს ლოგოს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, ეს ამბავი 1910 წლიდან იწყება, როცა სალვატორ ფერაგამო აშშ-ში ემიგრაციაში წავიდა, ძვირადღირებულმა მოდის სახლმა ლოგოს მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ბრენდის ვებსაიტის მიხედვით, მისი პირველი რეკლამა 1930 წელს გამოქვეყნდა, როცა სალვატორემ მხატვარ ჯუზეპე ლანდსმანს ბრენდის ლოგოსა და ბროშურის შექმნა სთხოვა. თუმცა 1937 წელს ეს კვლავ შეიცვალა — ფლორენციაში მისი პირველი ოფიციალური მაღაზია გაიხსნა, წარმოდგენილი იყო Ferragamo-ს სახელით, დახვეწილი და დახრილი შრიფტით. 1948 წლისთვის კი ესეც შეცვალეს და ნიუ-იორკის მაღაზიაში მას Salvatore Ferragamo დაარქვეს, რომელიც უკვე სხვადასხვა შრიფტით იყო წარმოდგენილი. 

მოდის სახლის წინა ლოგო კი, რომელიც ჩვენთვის ყველაზე ცნობილია, არავინ იცის პირველად როდის გამოიყენეს… ფაქტი ის არის, რომ იგი 1971 წლის სუნამოზე გამოჩნდა. ხოლო მას შემდეგ, რაც Maison-მა თავის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა, ეჭვგარეშეა, რომ მოდის სამყაროს თვალი დევისის პირველი დიზაინისკენ იქნება მიპყრობილი. 

რისკენ გვიბიძგებს მოწყენილობა და როგორ დავძლიოთ ეს გრძნობა?

Bickerstaff.734 – შემოქმედებითი სააგენტო უკრაინიდან, რომელმაც Ad Black Sea 2022-ის წლის სააგენტოს ტიტული მოიპოვა