in

გამომგონებელ სალვატორე პაისს “რეალობის ქსოვილის” შეცვლა სურს!

მისი იდეები თანამედროვე ტექნოლოგიურ სფეროს სცილდება და თითქმის სრულიად ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენს

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტი, რომელიც ფუტურისტულ და ერთგვარ “არამიწიერ” ტექნოლოგიებს ემსახურება (მათ შორისაა “უცხოპლანეტელების პატენტები”) რეალობად იქცა. განსაკუთრებით აღსანიშნავია იდუმალი სალვატორე ცეზარ პაისის გამოგონება, რომელიც აცხადებს, რომ “რეალობის ინჟინერიას” შეძლებს. მისი ამბიციური იდეა გრავიტაციული ტალღების გენერატორებს და კომპაქტური შერწყმის ობიექტებს მოიცავს, რევოლუციური ძრავის სისტემების მქონე შემდეგი თაობის ჰიბრიდულ კოსმოსურ-წყალქვეშა ხელსაწყოებს და ა. შ.

პაისის პატენტებს შორის არის 2018 წელს დამტკიცებული კოსმოსური და წყალქვეშა ხომალდის წარმოუდგენელი სიჩქარე და მანევრირება. ამ კონუსის ფორმის მანქანას პოტენციურად ყველგან შეუძლია ფრენა, იქნება ეს ჰაერი, წყალი თუ კოსმოსური სივრცე, რასაც თავის გარშემო კვანტური ვაკუუმის, მკვრივი პოლარიზებული ენერგეტიკული ველის დახმარებით, შექმნით აღწევს. “თუ, ამ ტექნოლოგიის განვითარება შესაძლებელია, ასევე შევძლებთ რეალობის ინჟინერიას, მისი “ქსოვილის” შეცვლას, ყველაზე ფუნტამენტურ დონეზე” – ნათქვამია პატენტში. თავის მხრივ, ეს მნიშვნელოვან წინსვლას მოასწავებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა პროპულსიური აჩქარება და ენერგიის გამომუშავება, რომ აღარაფერი ვთქვათ, რეალობის ცვლილების სხვა შედეგებზე.

აღსანიშნავია, რომ პაისს არაერთი ფუტურისტული და ინოვაციური იდეა აქვს, რომლის მთავარ ცენტრსაც ერთგვარი ფენომენი წარმოადგენს – “პაისის ეფექტი”. იგი მას თავის ნაწერებში მოიხსენიებს,, როგორც “ელექტრონულად დამუხტული მატერიის კონტროლირებად მოძრაობას (მყარიდან პლაზმამდე)”. პაისი აცხადებს, რომ გაარკვია, როგორ უნდა დატრიალდეს ელექტრომაგნიტური ველები, რათა შერწყმის რეაქციას მიაღწიოს. ეს ენერგიის მოხმარებაში უზარმაზარ ცვლილებას გამოიწვევს.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით უცნობია, რამდენად იქცევა იდეა რეალობად. გამოკვლევას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. ამიტომაც მეცნიერები ფიქრობენ, რომ პაისის მიერ აღწერილი ველებისთვის საჭირო ენერგია და ელექტრომაგნიტური ბიძგების შესახებ იდეები, თანამედროვე ტექნოლოგიურ სფეროს სცილდება და თითქმის სრულიად ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენს. ამის პარალელურად კი საზღვაო ძალების ოფიციალური პირები გამოგონებებს საკმარისად სერიოზულად აღიქვამენ და შესაბამისი ტესტირებებიც მიმდინარეობს.

როგორც ირკვევა, სავარაუდო მიზეზი იმისა, რომ ზოგიერთი პატენტი შესაძლოა, საზღვაო ძალებმა აიღონ, ჩინეთის სამხედრო ძალების მიერ ანალოგიური მოწინავე გაჯეტების განვითარებაა.

სტარტაპის ზრდა, ანუ რატომ უნდა გადავდგათ არამასშტაბური ნაბიჯები – Feedc-ს #შეცდომები

სუპერთასზე მაყურებელს 50 წლის წინ გარდაცვლილი მწვრთნელის ჰოლოგრამამ მიმართა