ამა წლის 25 ოქტომბერს, პირველად საქართველოში ყველაზე მასშტაბური ბიზნეს დაჯილდოება Marketing Brilliance Awards-ი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ბრიტანული კომპანია: BOC- Global Events Group, რომელიც ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა პრესტიჯული კონფერენციების და კორპორაციული ტრეინინგების ორგანიზატორთა შორის.
ამჯერად კი, Marketing Brilliance Awards-ი ლონდონიდან თბილისში მოემართება, რათა ქართველ მარკეტერებს შესთავაზოს მსოფლიოს ლიდერი კომპანიების წარმომადგენელთა ინტერაქტიული პრეზენტაციები, საინტერესო ქეისები და გაუზიაროს უახლესი ტენდენციები მარკეტინგში, ამასთან გამოავლინოს ყველაზე ინოვაციური მარკეტინგული და PR პროექტები და დააჯილდოოს საუკეთესონი.
მარკეტერი პროექტის მენეჯერს, სემ დევისს ესაუბრა
სემ, იქნებ ღონისძიების შესახებ გვესაუბროთ, რას მოიცავს მარკეტინგ ბრილიანსი?
მარკეტინგ ბრილიანსის ფარგლებში შედის:
- ერთ დღიანი კონფერენცია (25 ოქტომბერი – 9.00-დან 17:00-მდე) კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები მსოფლიოს წამყვანი ბრენდებიდან: Microsoft, BBC, Nokia, Philips, London Transport Museum და სხვა
- გალა ვახშამი და დაჯილდოების ცერემონიალი (25ოქტომბერი დასაწყისი: 19:00) – ღონისძიების ამ დასკვნით ნაწილში გამიმართება გალა ვახშამი და გამარჯვებულების დაჯილდოება.
ღონისძიების ჩატარების ადგილი: თბილისი მარიოტი
მოდით, ჯერ კონფერენციის კონცეფციის შესახებ გვესაუბრეთ.
კონფერენციის დამსწრე საზოგადოებას ექნება უნიკალური შესაძლებლობა მოისმინოს მსოფლიო დონის მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის გურუების მასტერკლასები, დაუსვან მათ შეკითხვები და გაეცნონ უახლოეს ტენდენციებს მარკეტინგის სფეროში.
კონფერენციის პროგრამა არის აბსოლუტურად უნიკალური და ზუსტად მორგებული ქართულ საზოგადოებასა და ბიზნეს გარემოზე, ყველა პრეზენტაცია იქნება სავსე ქეის-სთადებით, და ინტერაქტივებით, გელოდებათ უამრავი სიურპრიზი.
თქვით რომ, პროგრამა ქართულ ბიზნეს გარამემოზე ზუსტად არის გათვლილი, რამდენად კარგად იცნობთ ქართულ საზოგადოებას და ქართულ ბიზნეს გარემოს?
თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ძალიან ზედმიწევნით კარგად. პროექტზე მუშაობის დროს დაწვრილებით შევისწავლეთ ის დაბრკოლებები რაც ქართულ ბიზნეს გარემოს ამჟამად აქვს, და ამაში ჩვენს გუნდში ქართველი წევრის არსებობამ დიდი წვლილი შეიტანა. ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ ქართული საზოგადოება პრეტენზიულია და ელოდება მაქსიმუმს, ვიცით ქართველი მარკეტერების შესაძლებლობების დონეც, ვნახეთ უამრავი მათი განხორციელებული პროექტი, რომელიც მაღალი სტანდარტებით გამოირჩევა, ამიტომ კონფერენცია დატვირთული იქნება პრაქტიკული პრეზენტციებით და არავის ექნება დრო მოსაწყენად.
ბევრს უჩნდება კითხვა ღონისძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით, იქნებ ამის შესახებ გვითხრათ.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენს გუნდში ქართველი თანამშრომლის არსებობა ჩვენთვის არის საუკეთეო ინფორმაციული წყარო, ზედმიწევნით ვიცით რას ელოდება ქართული საზოგადოება მსგავსი ღონისძიებებისგან, ჩვენ კი მათ მოლოდინს გადავაჭარბებთ, ამ ეტაპზე ბევრ რამეს სიურპრიზდ ვტოვებთ. იმის გათვალისწინებით, რომ გვინდა პროექტი ყოველწლიური იყოს, ჩვენი მიზანია დაუვიწყარი შთააბეჭდიელბები მოვახდინოთ დამსწრე საზოგადოებაზე.
ამასტან უნდა ავღნიშნო, რომ ჩვენი კორპორაციული კურსები (BOC წელიწადში 70+ სხვადასხვა ტრეინინგს სთავაზობს ) და კონფერენციები მაღალი ხარისხით გამოირჩევა, დამსწრეთა შორის არიან ისეთი კომპანიები როგორიც არის: Coca-Cola, London Business School, Rolls Royce, EDF Energy, Gazprom , Caspian Pipeline, Financial Times, Nestle და სხვა მრავალი.
ჩვენი კონფერენციის სპონსორთა სიაში არიან ისეთი უმსხვილესი და საყოველთაოდ ცნობილი კომპანიები როგორებიც არის: LinkedIn, HayGroup და სხვა, ეს კი თავისთავად მიუთითებს ჩვენი ღონისძიებების მაღალ ხარისხზე. ჩვენს ივენთებზე შთაბეჭდილებების მოსასმენად ეწვიეთ ბმულებს: http://youtu.be/tsb5-5aGvPo , https://www.youtube.com/watch?v=6dMyX7YDltQ
ვის შეუძლია ღონისძიებაში მონაწილეობა?
კონფერენციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ხოლო კატეგორიაში მონაწილების მიღება შეუძლიათ ქართული წარმოშობის ორგანიზაციებს და ასევე იმ უცხოურ კომპანიებს, რომლებიც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობენ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა კომპანიებმა წარადგინონ პროექტი, რომლიც განხორციელდა 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 ოქტომბრამდე.
რა კატეგორიები არსებობს?
წელს შემდეგ კატეგორიებს გთავაზობთ:
Brand Brilliance Best Individual Marketer Best Marketing Team Best Marketing/PR Consultancy Rising Star ( for under 30’s) Best Print Advertising Campaign Best Public Relations Campaign Best Web Site Best Brochure/ ebrochure Best use of Video Marketing Best Brand Marketing Campaign Best Integrated Marketing Campaign |
BestTelevision Spot Best Plan-O-Grams (for retailers) Best Packaging Best Photography Best Corporate video Best Viral video Best Product video Best Digital Marketing Campaign Best Billboard Best New Product Launch Best Direct Marketing Campaign Best Use of Budget Best Social Media Campaign |
იქნებ უფრო დაწვრილებით აგვიხსნათ როგორ მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა:
განცხადებების შემოტანის ბოლო ვადა 18 სექტემბერია, ამიტომ მსურველებს ვურჩევთ იჩქარონ რომ იმედგაცრუებულნი არ დარჩნენ. ყველა შემოტანილ განცხადებას განიხილავს მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების პიარ და მარკეტინგ სპეციალისტებისგან შემდგარი პანელი, ფინალისტების სია ოქტომბრის მეორე კვირას გახდება ცნობილი. თითოეულ კატეგორიაში კი მხოლოდ 3 გამარჯვებული იქნება წარმოდგენილი:
ბრილიანსი (უმაღლესი ჯილდო), ოქრო და ვერცხლი. გამარჯვებულთა ვინაობა მხოლოდ დაჯილდოების ცერემონიალ-ზე გაცხადდება
რომელი კომპანისს წარმომადგენლები არიან ჯიურში?
ჟიურის წევრებს შორის არიან შემდეგი კომპანიის მარკეტინგ და პიარ სპეციალისტები: Google, Guardian Group, Honda, WorldPay, SitexOrbis,MEGA Brands,The Next Web,Philips, Nokia, London Transport Museum, Microsoft და სხვა
იქნებ დეტალურად აგვიხსნათ, როგორ ხდება მსურველის დარეგისტრირება.
სიამოვნებით,
- მას შემდეგ რაც გადაწყვეტთ რომელ კატეგორიაში მიიღოთ მონაწილეობა, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: http://www.boc-uk.com/conferences/marketing-brilliance-awards/registration .
- რეგისტრაციიდან 24 საათში თქვენ მიიღებთ დამადასტურებელ წერილს და ინვოისს, თანხის გადახდა შესაძლებელია გადმორიცხვით ან საბანკო ბარათით. თქვენ ასევე მიიღებთ სპეციალურ ფორმას, თქვენს მიერ შერჩეული კატეგორიაში მონაწილეობის მისაღებად,
- შევსებული ფორმა უნდა გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და დაელოდოთ შედეგებს,
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 18 სექტემბერი
რეგისტრაციის რა ვარიანტები არსებობს:
ინდივიდუალური პაკეტი:
- მხოლოდ კონფერენციაზე და გალა დინერზე დამსწრებთა მსურველთათვის, რომელთაც არ სურთ დაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება.
- ინდივიდუალური პაკეტი N2, ამ პაკეტში შედის: კონფერენციაზე და დაჯილდოებაზე დასწრება, ასევე ერთი სასურველ ნომინაციაში მონაწილეობის მიღება .
ჯგუფური პაკეტები:
- VIP მაგიდა 8 ადამიანისათვის – ეს არის საუკეთესო ვარიანტი კომპანიებისთვის. ამ პაკეტში შედის:
8 ბილეთი კონფერენციასა და დაჯილდოებაზე დასასწრებათ, ბრენდირებული მაგიდა , 3 სასურველ კატეგორიაში მონაწილეობის მიღბეა.
2. პაკეტი 4 წარმომადგენლისთვის: შედის: 4 ბილეთი კონფერენციასა და დაჯილდოებაზე დასასწრებათ, 2 სასურველ კატეგორიაში მონაწილეობის მიღება.
და ბოლოს,თქვენ აპირებთ შემოსული თანხის გარკვეული ნაწილის გადარიცხოთ საქველმოქმედო ორგანიზაციაში
ჩვენი კომპანია მუდმივად ღებულობს მონაწილეობას სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებში, გვსურს საქართველოშიც არ დავარღვიოთ ჩვენი ტრადიცია და მასპინძლობისთვის მადლიერების გამოსახატად დავეხმაროთ საქველმოქმედო ორგანიზაციებს.
დამსწრე საზოგადოებას, გარდა იმისა, რომ ექნებათ უნიკალური საშუალება გახდნენ ექსკლუზიური ივენთის მონაწილე, შეუძლიათ იამაყონ, რადგან მათი გადახდილი თანხის გარკვეული ნაწილი გადაერიცხება რამოდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას საქართველოში.
აქვე მინდა დავამატო, რომ ღონისძიება საუკეთესო საშუალება იქნება კომპანიებმა წარმოაჩინონ თავიანთი ბრენდი და პროდუქცია, სპონსორობის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ: [email protected]
დასასრულს მინდა ავღნიშნო, Marketing Brilliance Awards გაძლევთ უნიკალურ შანსს გაეცნოთ მსოფლიო ტენდენციებს და გააფართოოთ თქვენი კონტაქტები, ასე რომ არ, არ ჩამორჩეთ დროს, შემოგვიერთდით.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: www.Marketing-Brilliance.boc-uk.com
შეგახსენებთ, რომ მარკეტინგ ბრილიანსის ორგანიზატორი ბრიტანული კომპანიაა. ღონისძიების მხარდამჭერები არიან:
მარკეტინგული მხარდამჭერი: Marketer.ge; გენერალური მედია პარტნიორი: Palitra Media, რადიო მხარდამჭერი: Palitra Radio, Radio Imedi ; ონლაინ TV: Palitra TV, ITV.ge; მედია პარტნიორები: BPI, Caucasus Business Week, Ambebi.ge, iMarketing.ge, Presa.ge, People.ge, Droni.ge.