წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე, ისლანდიის გუნდი პირველად მიიღებს მონაწილეობას. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად, Coca-Cola-მ სპეციალური სარეკლამო ვიდეორგოლი შექმნა, რომელშიც მონაწილეობას გუნდის გამორჩეული ფეხბურთელი ჰანეს ჰოლდროსონი იღებს. უფრო მეტიც, ჰანესი თავად გახდა ვიდეოს რეჟისორი და საზოგადოებას თავისი თვალით აღქმული ისლანდია დაანახა.














