28
Sep
2017

30 სექტემბერს, ვაკის პარკში ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი გაიმართება!

28 Sep 2017

30 სექტემბერს, ვაკის პარკში, 11:00-დან 22:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგით მეექვსე სამეცნიერო პიკნიკი გაიმართება. 2017 წლის სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი 49 კარავი დაეთმობა უნივერსიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო და საჯარო სასწავლო დაწესებულებებს და სკოლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. წარმოდგენილი ორგანიზაციები ექსპერიმენტებს ჩაატარებენ და ინტერაქციულ გამოფენებს წარმოადგენენ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სამეცნიერო პიკნიკისთვის სპეციალურად დადგმული სპექტაკლი „ყვავილების ალქიმია“. სცენა ასევე დაეთმობა „ექსპერიმენტორიუმს“, რომელიც სახალისო და საინტერესო შოუპროგრამას წარმოადგენს. ასევე მოეწყობა სამეცნიერო კაფე, სადაც ილიაუნის მეცნიერები წაიკითხავენ ლექციებს სხვადასხვა საინტერესო თემებზე.

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი საქართველოში ერთ-ერთი პირველი ღონისძიებაა, რომელიც ღია ცის ქვეშ, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ყოველწლიურად იმართება. ღონისძიება უპირველესად განკუთვნილია სკოლის ასაკის მოზარდებისთვის, თუმცა საინტერესოა ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვისაც.

პიკნიკის მთავარი ამოცანაა სახალისო ფორმით წარმოაჩინოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, განსაკუთრებით – საბუნებისმეტყველო დისციპლინებში.
წელს, ილიაუნის სამეცნიერო ფესტივალი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება.

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში გაიმართება პირველკურსელებისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფები: “არა” და MokuMoku.

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2017-ს ილიაუნის პროგრამა:

ილიაუნის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების კარავში გთავაზობთ:
✔მიკროსკოპისა და ლაბორატორიული ხელსაწყოების დემონსტრაციას
✔ქანებისა და მინერალების კოლექციას;
✔ვულკანის მოდელს;
✔სხვადასხვა ნივთიერების ანალიზის ჩატარების მეთოდების ✔ჩვენება ქანებში, წყალსა და ნიადაგში.
✔სხვადასხვა ქანის შლიფები
✔ქანების და მადნების ნიმუშები
✔საველე და კვლევითი აღჭურვილობა
✔საველე სამუშაოების მიმდინარეობა
✔კვადკოპტერი

ბოტანიკის კარავში:
✔გაეცნობით სამკურნალო მცენარეებს;
✔ საგანგებო რუკის მეშვეობით შეისწავლით, რომელი მცენარე რა მინერალებს შეიცავს;
✔დაათვალიერებთ ალერგიული მტვრის მარცვლებს;
✔მიკროსკოპით დააკვირდებით მცენარეებს.

არქეოლოგიის კარავში შემოგთავაზებთ:

✔არქეოლოგიური სამარხის იმიტაციას.

✔შეგეძლებათ, თავად იმუშაოთ როგორც არქეოლოგმა და დაამუშაოთ„აღმოჩენილი“ ნივთები.

 

GameLab Iliauni-ის კარავში:

✔იმოგზაურებთ ვირტუალურ სამყაროში.

✔შეიტყობთ მეტს კომპიუტერულ თამაშებსა და ვირტუალურ რეალობასთანდაკავშირებულ უახლეს ტენდენციებზე.

 

ილიაუნის ასტრონომიის კარავში თქვენ შეძლებთ:

✔ტელესკოპით (ფილტრით) დააკვირდეთ მზეს;
✔გაეცნოთ ტელესკოპთა ტიპებს;
✔შეიტყოთ მეტი ცისარტყელისა და სპექტროსკოპიის შესახებ;
✔გააკეთოთ მზის ლაქების ჩანახატები;
✔გაეცნოთ მზის პლანეტარული სისტემის მოდელს;
✔ახსნათ სეზონების ცვლილება;
✔შეისწავლოთ ვარსკვლავური ცის რუკა;
✔ნახოთ ვიდეოპრეზენტაციები და დაათვალიეროთ საინტერესო ასტრონომიული პლაკატები თუ წიგნები;

 

ილიაუნის ფიზიკის კარავში შეძლებთ დააკვირდეთ იონიზირებული რადიაციის ნაწილაკების მოძრაობას, გარდა ამისა:
✔შეიტყობთ, რა მოსდევს ნიობიუმის მაგნიტის ვარდნას ლითონის მილში;
✔შეძლებთ, დააკვირდეთ მექანიკურ ტალღებს სითხეში;
✔დაათვალიერებთ კომპიუტერის მექანიზმსა და მის დეტალებს;
✔შეძლებთ, თავადვე შექმნათ სხვადასხვა ლაბორატორიული ხელსაწყო;
✔ჩაატარებთ მარტივ ცდებს და მიიღებთ კვალიფიციურ კონსულტაციას.

წლევანდელ სამეცნიერო პიკნიკზე თბილისის ზოოპარკის ბინადრებსაც შეხვდებით. თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo-ის კარავში პიკნიკის მონაწილეთ შეეძლებათ არა მარტო გაეცნონ უშხამო გველებს, პონსა და ფრინველებს, არამედ მოეფერონ და ეთამაშონ კიდეც. ზოოპარკის წარმომადგენელი უამბობს სტუმრებს მათ შესახებ.

სპექტაკლი „ყვავილების ალქიმია“ , რომელიც საგანგებოდ სამეცნიერო პიკნიკისთვის იდგმება, ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობებს ეხება და მაყურებელს სანახაობრივად მრავალფეროვან წარმოდგენას პირდება;

განხილვა