HBO-ს „სამეფო კარის თამაშების“ ყოველი ახალი სერია ერთი დიდი სანახაობაა, ხოლო შემდეგი ერთი კვირა, მომავალ ეპიზოდამდე, დეტალური გარჩევების მთელ ტალღას ეთმობა. გამონაკლისი არც ბოლო ეპიზოდი ყოფილა, რომლის გარშემოც მაყურებელმა არაერთი სახალისო ასოციაცია წარმოადგინა, მაგალითად, HBO-ს თავისი სამსახიობო გუნდითა და პერსონაჟებით, თავისუფლად შეუძლია ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მიიღოს მონაწილეობა, თანაც არაერთი გამარჯვების იმედით.