in

სამეგრელო ტურისტულ ლოგოს ეძებს – ნახეთ საკონკურსო პირობები!

სამეგრელოს ტურისტული ლოგოს შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა. სიმბოლო უნდა იყოს მარტივად აღქმადი, შესაძლებელია რეგიონის მთავარი სახასიათო ელემენტებისა (ბუნება, ისტორია, ეთნო – ტრადიციები, გასტრონომიული კულტურა) და სიტყვა „სამეგრელოს“ გამოყენება.

BOG
BOG

ღია კონკურსს „სამეგრელო DMO” აცხადებს და მასში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს თუ იურიდიულ პირს შეუძლია.

ლოგოში შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას როგორც, სიტყვა „სამეგრელო“ მთავარ გრაფიკულ, კომპონენტად, ასევე – სამეგრელოს სახასიათო ელემენტები – ბუნება და თავგადასავლები, ისტორია, ეთნო – ტრადიციები და გასტრონომიული კულტურა. სიმბოლო უნდა ატარებდეს პოზიტიურ შინაარსს. გარდა ამისა, შესაძლებელია სამეგრელოსთან ასოცირებული ფერების – წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი და ლურჯი,  გარდამავალ ტონალობაში – გამოყენება“.

პროექტის ბიუჯეტი 2 000 ლარია. გამარჯვებულს სპეციალური საკონკურსო კომისია გამოავლენს. ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 5 დეკემბერი.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სპეციალურ ბმულზე.

“ტანსაცმლიდან, უმოკლეს დროში გადავეწყეთ დამცავი ნიღბების წარმოებასა და მომარაგებაზე” – სამკერვალო საწარმო “ლიდერი”

ტაივანურ ჩაის რობოტი Bobacino ჩამოგისხამთ