მოგწონთ თუ არა, ელ.ფოსტა კვლავ ერთ-ერთ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკომუნიკაციო არხად რჩება. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ხანდახან გადავსებული შეტყობინებების ყუთის მართვა ან მიმზიდველი პერსონალიზებული გზავნილების შექმნა ერთი დიდი თავის ტკივილია… მაგრამ ისიც ხომ გახსოვთ, რომ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვაბიჯებთ, რაც ამ პრობლემების ავტომატურად მოგვარებას ნიშნავს?! ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ იმისათვის, რომ თქვენი შეტყობინებების ყუთი მუდმივად აკონტროლოთ, უპასუხოთ მიღებულ წერილებს და კარგი კომუნიკაციაც დაამყაროთ თქვენს გამომწერებთან.
თუ უკვე ძალიან დაიღალეთ ელ.ფოსტების უწყვეტი ნაკადით ან მეტად ეფექტურ გზას ეძებთ მიღებული შეტყობინებების სამართავად მაშინ, Sanebox ნამდვილად გამოგადგებათ. AI-ის დახმარებით ელ.ფოსტებს ავტომატურად აორგანიზებს თქვენივე პრეფერენციების საფუძველზე, პრიორიტეტს ანიჭებს მნიშვნელოვან შეტყობინებებს და ნაკლებად მნიშვნელოვანს შესაბამის ფაილებში ამისამართებს. ყურადღების გაფანტვაც რომ აგარიდოთ თავიდან, ელ.ფოსტის ხმის გათიშვისა და Do Not Disturb ფუნქციებსაც გთავაზობთ.
რაც შეეხება საფასურს, ყოველთვიურად 7 დოლარის გადახდით 2 თქვენთვის სასურველი ფუნქციის არჩევას შეძლებთ, 12$-იანით 6 ფუნქციის, ხოლო 36$-იანი გამოწერით ყველაფერზე მიიღებთ წვდომას.
AI ხელსაწყოა, რომელიც პროფესიონალური, პერსონალიზებული და მიმზიდველი პასუხების გაგზავნის საშუალებას მოგცემთ. ამისთვის კი Gmail-თან ერთად მუშაობს. ხოლო, რაც უფრო მეტ ელ.ფოსტას გააგზავნით მისი დახმარებით, მით უფრო “დაჭკვიანდება”, ანუ მეტად დახვეწილ პასუხებს შემოგთავაზებთ მომავალში. შეგიძლიათ თქვენივე ვებგვერდის კონტენტზეც ავარჯიშოთ, რათა შეტყობინებების გაგზავნისას თქვენთვის შესაბამისი ტონი დაასწავლოთ.
ყოველთვიური გამოწერის ფასი 29$-დან იწყება.
ეს კი მათთვისაა, ვინც ნიუსლეთერებს აგზავნის. ადრე თუ ათასობით გამომწერისთვის პერსონალიზებული ელ.ფოსტების გაგზავნის იდეა სრულ სიგიჟედ ჩანდა, ახლა Rasa.io ამას ჩვეულებრივ ამბად აქცევს. ჩართულობის წახალისებისთვის, ერთი ელ.ფოსტის ყველა გამომწერისთვის გაგზავნის ნაცვლად, იგი წერილის ინდივიდუალურ ვერსიებს თითოეული გამომწერის პრეფერენციებისა თუ ქცევის საფუძველზე ადგენს და აგზავნის. ამისთვის, უბრალოდ უნდა მიუთითოთ ხელმისაწვდომი თემების წყაროები, რომელთა გამოყენებასაც შეძლებს, შემდგომ კი Rasa.io თემებს თითოეული მკითხველის ინტერესებიდან გამომდინარე შეარჩევს.
რაც შეეხება ფასს, თვეში 219$-დან იწყება, თუმცა 20 წყაროს, 2 მომხმარებელსა და 2 კამპანიას მოიცავს.