in ,

3 ნაბიჯი შენი Startup-ისთვის ძლიერი გუნდის შექმნისკენ

მარტივი საქმე არ არის ბიზნესის წამოწყება და არც საოცნებო გუნდის შექმნა. მაინც, როგორია ძლიერი და შეუპოვარი გუნდი?! პირველ რიგში, ის შედგება საიმედო ადამიანებისაგან, რომელთაც ეყოფათ ძალა და გამბედაობა, გაუძლონ წინააღმდეგობებს ბიზნესის განვითარების გზაზე. დაბრკოლებები ამ ადამიანებისათვის უფრო ძლიერ გუნდად ჩამოყალიბების კიდევ ერთი შესაძლებლობაა. არ არსებობს ძლიერი გუნდის შექმნის უტყუარი რეცეპტი, მაგრამ არის სამი ძირითადი პრინციპი, რომელთა გათვალისწინებაც ნამდვილად ღირს:

ნუ ხედავ პრობლემებს, დაინახე შესაძლებლობები, გამოიყენე შთაგონების ძალა. როდესაც რაიმეს აკეთებ შთაგონებით, ყველაზე რთული დღეც კი შეიძლება პროდუქტიულად გარდაქმნა. თუ ამ მიდგომით იმოქმედებთ, პარტნიორებსა და გუნდს შორის მეტ ნდობასაც გამოიწვევთ და საქმისადმი რწმენასაც გაზრდით. ნებისმიერ წამოწყებას აქვს წარუმატებლობის მაღალი რისკი, თუ გუნდს არ აერთიანებს მიზნის მიღწევის მწველი სურვილი. გუნდის  საქმის მიმართ მოტივირებულ დამოკიდებულებას გრძნობენ მომხმარებლები და  ინვესტორებიც და უფრო ენდობიან კიდეც მათ.

ნუ იმოქმედებ მარტო, შექმენი გუნდი. ბიზნესის წამოწყება და მისი ამუშავება საკმაოდ რთული საქმეა. პროცესი, ხშირად, ემოციონალურ და ფიზიკურ გადატვირთვას იწვევს, ამიტომ უნდა გყავდეთ გვერდით, სულ მცირე, ერთი ან ორი თანამოაზრე. ისინი გაგიგებენ და დაგაძლევინებენ წინააღმდეგობებს. ერთი ადამიანისათვის ყველაფერთან ერთდროულად გამკლავება ძალიან რთული ამოცანაა, ამიტომ პარტნიორებად შეარჩიეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც დაგაბალანსებენ თავიანთი შესაძლებლობებით, ცოდნითა და ძლიერი მხარეებით. ძლიერი მმართველი გუნდის ჩამოყალიბების შემდეგ, გაცილებით მარტივია დანარჩენი წევრების მოძიებაც.

განივითარე დამატებითი უნარ-ჩვევები. ბიზნესის წამოწყებასთან ერთად აღმოაჩენ, რომ სხვადასხვა უნარ-ჩვევის გამომუშავებაა საჭირო.

როდესაც პარტნიორებს თავიანთი ძლიერი მხარეების მიხედვით შეეძლებათ მოქმედება, რთულ სიტუაციებში უფრო მოქნილი გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებენ და ბაზრის ცვლილებებთან ადაპტაციაც გაუმარტივდებათ. იყავით ორიენტირებული მუდმივად განვითარებაზე – ასეთი მიდგომა გაზრდის წარმატების შანსს.

შთაგონებული ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი შეძლებს მიიტანოს კომპანიის მისია მომხმარებლამდე და შეგაქმნევინებთ მძლავრ სისტემას, რომელიც წარმატებით იმუშავებს, წინააღმდეგობების მიუხედავად.

როგორც მეწარმეს, რთული და საინტერესო გზა გელით, ამიტომ შეიკარით ღვედები!



L’Oreal-მა კანის ბუნებრივ ფერთან მიახლოებული ტონალური კრემების ახალი სერია შექმნა

მარკ ცუკერბერგი შეუერთდა კამპანიას LeanInTogether